მთავარი კულინარია ხაჭოს ნამცხვრის მარტივი რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

ხაჭოს ნამცხვრის მარტივი რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

by Keti

ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, მისგან მომზადებული დესერტები ყოველთვის უგემრიელესი გამოდის. დღეს ჩვენ გთავაზობთ ხაჭოს ტკბილეულს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.

ეს არის ნაზი მასა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩიტის რძეს. მის მიმართ გულგრილი არ დარჩება ისიც კი, ვისაც ტკბილეული არ უყვარს. სასურველია, რომ ხაჭო იყოს ნატურალური და 2-3 დღით მაცივარში ნადები.

ხაჭოს ნამცხვარი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ხაჭო
  • 60 გ შაქარი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა
  • 50 გ კარაქი
  • 80 გ შავი შოკოლადი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • ვანილი გემოვნებთ

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, ვანილი და სოდა. ათქვიფეთ ნარევი ბლენდერის საშუალებით.

2. მასა გადაიტანეთ სქელძირიან და ყურიან ქვაბში. დადგით საშუალო ცეცხლზე და გააცხელეთ 5-7 წუთის განმავლობაში, თან სულ ურიეთ.

3. მას შემდეგ, რაც ხაჭო გადნება, ცეცხლს ბოლომდე ჩაუწიეთ და დაამატეთ შოკოლადი და კარაქი. შეგიძლიათ შოკოლადის ნაცვლად გამოიყენოთ 30 გ კაკაოს ფხვნილი.

4. მასას აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ფორმებში. როცა დესერტი ბოლომდე გაცივდება, შედგით მაცივარში ერთი ან ორი საათით. შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და დაჭერით როგორც გენებოთ,

გემრიელი და ნაზი ხაჭოს დესერტი გაახარებს ტკბილეულის ყველა მოყვარულს. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შედგება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან. ამდენად, ეს ბუგბარი შეგიძლიათ თავისუფლად მისცეთ ბავშვებსაც.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!