ხაჭოსა და გოგრის ერთობლიობა გამომცხვარი სახით თქვენი ოჯახის ყველა წევრის გულს დაიპყრობს. მისი არომატი მთელ სახლში ვრცელდება, ის უბრალოდ შესანიშნავია და ამ ნამცხვრისგან თავს ვერავინ შეიკავებს.
დღეს ჩვენ გთავაზობთ ამ განსაკუთრებული გემოს მქონე დესერტის მომზადების წესს.
ინგრედიენტები ხაჭოს ფენისთვის
- 500 გ ხაჭო
- 2 ცალი კვერცხი
- ერთი ს. კ. არაჟანი
- 1,5 ს. კ. სახამებელი
- 10 გ ვანილის შაქარი
- ერთი ს. კ. ყაყაჩო
ინგრედიენტები გოგრის ფენისთვის
- 500 გ გოგრის პიურე
- 2 ცალი კვერცხი
- 60 გ შაქარი
- ერთი ს. კ. სახამებელი
ინგრედიენტები მოსასხმელისთვის
- 6 ს. კ. არაჟანი
- ერთი ჩ. კ. ვანილის შაქარი
- ერთი ს. კ. შაქარი
მომზადება
1. ხაჭო გადაიტანეთ მოსახერხებელ ჭურჭელში. დაამატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და არაჟანი. ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. ხაჭოს მასას დაამატეთ სახამებელი და ყაყაჩო, აურიეთ სილიკონის კოვზით.
3. გოგრა მოხარშეთ ან გამოაცხეთ, მიეცით მას პიურეს სახე. გოგრის პიურეს შეურიეთ კვერცხი, შაქარი და სახამებელი. აურიეთ ყველაფერი სათქვეფით.
4. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცომი ჩაასხით მორიგეობით: ხაჭოს ცომი, შუაში გოგრის ცომი, შემდეგ კი შუაში კვლავ გოგრის ცომი, შემდეგ ხაჭოს ცომი – ეს ყველაფერი თითო კოვზი. გააგრძელეთ ასე, სანამ მთელი ფორმა არ აივსება.
5. ხის ჯოხით ცომში გააკეთეთ ნაჩხვლეტები, ეს ფენების შესარევად არის საჭირო. გამოაცხეთ 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში.
6. მოსასხმელის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, შაქარი და ვანილის შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ სათქვეფით და დაასხით ნამცხვარს. გამოაცხეთ კვლავ 7-8 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
7. სულ ეს არის, ნამცხვარი უკვე მზადაა. გემრიელად მიირთვით!
გოგრისა და ხაჭოს ნამცხვარი გემრიელია, ნოყიერი და სასარგებლო. ამავე დროს, ვიტამინებით არის სავსე!
გაუზიარეთ ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!