თბილი ჩაის სმის საღამოები განსაკუთრებით სასიამოვნოა შემოდგომით, თუმცა რა არის ჩაის სმა საინტერესო დესერტის გარეშე?! ამასთან სასურველია ძალიან გემრიელი და ორიგინალური კერძის მომზადება, რომელიც გულგრილს არ დატოვებს ოჯახის არც ერთ წევრს.
დღეს ჩვენ გთავაზობთ დესერტის რეცეპტს, რომლის ინგრედიენტებიც ძალიან სასარგებლო და ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
ფუძის ინგრედიენტები
- 200 გ შაქარი
- 130 გ კარაქი
- 5 ს. კ. ნაღები
- 130 გ ნიგოზი
- 130 გ ფანტელები
შითავსის ინგრედიენტები
- 500 გ ხაჭო
- 2 ს. კ. ლიმონის წვენი
- 250 გ ვაშლის წვენი
- 30 გ ჟელატინი
- 200 გ ნაღები
- 80 გ შაქარი
მომზადება
1. პირველ რიგში ტაფაზე გააცხელეთ შაქარი, სანამ მუქ ფერს არ მიიღებთ. უმჯობესია აიღოთ დიდი ზომის ტაფა.
2. ჩაამატეთ ტაფაში კარაქი და ნაღები, წამოადუღეთ, კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
3. სანამ ნარევი გაცივდება, სწრაფად ჩაამატეთ ნიგოზი და ფანტელები. აურიეთ კარგად. შეგიძლიათ ნიგოზი წინასწარაც მოხალოთ.
4. კარამელის ნარევი გადაიტანეთ წინასწარ ზეთმოსმულ ფორმაში. შემდეგ შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
5. შიგთავსისთვის შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, ვაშლის წვენი, ლიმონის წვენი და შაქარი. ხაჭოს მასას დაამატეთ ჟელატინი, რომელიც წინასწარ იქნება გახსნილი მცირე რაოდენობის წყალში. კარგად აურიეთ.
6. გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან და მასზე ფრთხილად მოათავსეთ ხაჭოს მასა. შედგით კვლავ მაცივარში. კარგად რომ გაცივდება, შეგიძლიათ მიირთვათ.
7. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და დესერტი მორთოთ ნიგვზით ან შოკოლადის მინანქრით. ასევე სხვადასხვა ხილით. გემრიელად მიირთვით!
ტორტი გამოდის ეფექტური და ძალიან გემრიელი. ამასთან კალორიების სიმცირის გამო არ იწვევს წონაში მატებას. ასე რომ, სცადეთ, არ ინანებთ!
გაუზიარეთ ეს დესერტი თქვენს მეგობრებსაც!