არომატული კაპუჩინო ეს არის რძის ტკბილი გემოსა და ყავის ჰარმონიული ბალანსის მქონე სასმელი. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნამდვილი კაპუჩინოს დალევა შეიძლება მხოლოდ კაფეში, თუმცა სახლშიც თავისუფლად შეიძლება ფუმფულა ქაფის მქონე კაპუჩინოს მომზადება.
ეს ცნობილი ყავის სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ ბლენდერის დახმარებით. უნდა მოამზადოთ იმდენი, რამდენიც ეყოფა თქვენს მეგობრულ კომპანიას. მისი სიმაგრე შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ. ეფექტური ქაფი კი ისეთი გამოგივათ, როგორც პროფესიონალ ბარისტას.
ინგრედიენტები
- ნახევარი ჭიქა ხსნადი ყავა
- 90 გ შაქარი
- 100 მლ ცივი წყალი
- 200 მლ რძე
მომზადება
1. ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ ყავა და შაქარი. დაასხით მათ ცივი წყალი და ათქვიფეთ 2 წუთის განმავლობაში.
2. აიღეთ ჭიქა და მოათავსეთ მასში 2 ჩ. კ. ყავის მასა.
3. რძე გააცხელეთ გაზზე ან მიკროტალღურ ღუმელში და დაასხით ამ მასას.
4. დარჩენილი ყავის ნარევი გადაიტანეთ ჰერმეტულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
ყავის კრემი უნივერსალური პროდუქტია. ის კარგად ინარჩუნებს ფორმას და შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტებისა და სხვა დესერტების მოსართავად. სცადეთ და შეაფასეთ ეს მარტივი რეცეპტი. გემრიელად მიირთვით!
გაუზიარეთ კაპუჩინოს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!