ბავშვობიდან ყველას გვიყვარს ტორტი და ნამცხვრები, თუმცა ცხობის პროცესი არცთუ ისე სახალისოა ხოლმე. ჩვენ ვიპოვეთ მარტივი რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ამ ძალიან გემრიელ ტორტს გამოცხობა არ სჭირდება. გაგიკვირდებათ და ის მზადდება ფურცლოვანი ლავაშისგან.
რეცეპტში შედის ალუბალიც, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ანუ სეზონურად, ასევე გაყინული ფორმით.
ინგრედიენტები
- 600 გ არაჟანი
- 370 გ შედედებული რძე
- 300 გ ლავაში
- 500 გ ალუბალი
მომზადება
- ცხიმოვანი არაჟანი ან ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ მას მოხარშული შედედებული რძე და ისევ ათქვიფეთ.
- ლავაში დაჭერით ზოლებად ისე, როგორც ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ნაჩვენები. ეს ზოლები უნდა იყოს დაახლოებით 15 სმ სიგანის. თითოეული მათგანის ნაპირზე დაალაგეთ ალუბლები და გადაახვიეთ მილაკის სახით.
- ასეთი სახით გადახვეული მილაკები გადაიტანეთ ფორმაში, რომელსაც წასმული ექნება ნაღებისა და შედედებული რძის კრემი. შემდეგ მილაკები დაალაგეთ ფენებად და თითოეულ მათგანს უხვად წაუსვით ეს კრემი.
- ტორტი შედგით მაცივარში 12 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ მოაყარეთ მას გახეხილი შავი შოკოლადი ზემოდან და გვერდებზე.
გთავაზობთ მომზადების ვიდეოს ვიზუალიზაციისთვის:
მზა დესერტი აუცილებლად უნდა დააყოვნოთ მაცივარში რამდენიმე საათის მანძილზე. თუკი მას მომზადების შემდეგვე მიირთმევთ, ისეთი კარგი გემო არ ექნება. მან უნდა მოასწროს ყველაფრის შეწოვა. საკონდიტრო საქმეში ამ პროცესს უწოდებენ სტაბილიზაციას.
,,მონასტრული ქოხის” ათვალწუნება მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლავაშისგან არის მომზადებული და თან სწრაფად და იოლად მზადდება, არ ღირს. სცადეთ გაკეთება და თავად დარწმუნდებით, რომ ძალიან გემრიელი და ამავე დროს პიკანტური რეცეპტია.
გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!