მთავარი ჯანმრთელობა რა შეიცვლება თქვენს სხეულში თუ ბალიშის გარეშე დაიწყებთ ძილს

რა შეიცვლება თქვენს სხეულში თუ ბალიშის გარეშე დაიწყებთ ძილს

by Keti

პირველი ბალიში ანტიკურ მესოპოტამიაში გამოიგონეს. ის ქვებისგან იყო დამზადებული და მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ მისი შეძენა. ანტიკური ბალიშებისგან განსხვავებით, ჩვენ დღეს ნაზ და ფუმფულა ბალიშებს ვიყენებთ. ბევრ ადამიანს არ შეუძლია დაიძინოს ამ რბილი მეგობრის გარეშე. მაგრამ რეალურად, ბალიშზე ძილი არ არის საუკეთესო რამ ჯანმრთელობისთვის, ის მოქმედებს ორგანიზმზე და თქვენს განწყობაზე.

ჩვენ გვესმის, რომ რთულია უარი თქვა ბალიშზე. მაგრამ დღეს გაგიზიარებთ თუ რა დადებითი მხარეები აქვს ბალიშის გარეშე ძილს.

1. აგარიდებთ წელის ტკივილს

ბევრი ბალიში არაბუნებრივ პოზაში დაწოლისკენ გვიბიძგებს და ეს იწვევს სხვადასხვა პრობლემას. მაგალითად წელის ტკივილს ან მის გამწვავებას. ბალიშის გარეშე ძილი კი ხელს უწყობს ზურგის დასვენებას, რადგან სხეული ბუნებრივ მდგომარეობაში წევს.

2. უმკლავდება კისრის ტკივილს

ბალიშების უმეტესობა ხელს უწყობს სხეულის წონასწორობის დარღვევას, რადგან მისი პოზიცია ძილში განსხვავებულია. კისერი ყველაზე მოწყვლადი ნაწილია, ყველაზე რბილი ბალიში ხშირად კისრის ტკივილებს იწვევს.

3. ებრძვის თავის ტკივილს

თუ თავის ტკივილი გაღვიძებთ, შესაძლოა ეს ბალიშის ბრალი იყოს. მეტისმეტად მაღალი ბალიში იწვევს კისრისა და თავის დაძაბვას, რაც შემდეგ კუნთების ტკივილში გადადის. ხშირად ეს თავის ტკივილით სრულდება.

4. ამსუბუქებს სტრესს

თუ ბალიში არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, ეს ორგანიზმის შეტყობინებაა – ესე იგი, მას ხელი ეშლება, რომ ძილის დროს მნიშვნელოვანი ფუნქციები შეასრულოს. ძილის მუდმივი დარღვევა იწვევს სტრესს და მოქმედებს განწყობაზე, ფიქრის უნარზე, რადგან დღის მანძილზე სხეული უხვად გამოყოფს სტრესის ჰორმონებს.

5. ახდენს აკნეს პრევენციას

თქვენი კანი მადლობას გადაგიხდით, თუ ბალიშს გვერდზე გადადებთ. სახე ღამის უმეტესი ნაწილი მჭიდროდ ეკვრის ბალიშს. ბუნებრივია ბალიშის ჩასადებს ყოველდღე ვერ გარეცხავთ, ის კი ჭუჭყს, ცხიმებს და სახლის მტვერს აგროვებს. ეს კი ხშირად იწვევს ანთებებს, ნაოჭებს, გამონაყარს და აკნეს.

7. კარგია თმისთვის

თუ იღვიძებთ და თმა დამუხტული გაქვთ, ესე იგი, ბალიშმა კარგად იმუშავა. ღამე ხშირად ვბრუნავთ, თმა კი ბალიშთან ერთად მოძრაობს, ეს კი იწვევს მის მტვრევადობას. აგრეთვე ბალიში იწოვს თმის ბუნებრივ ცხიმებს და აშრობს მას.

გაითვალისწინეთ: სტატია ემსახურება ინფორმაციულ მიზანს, პროფესიონალური რჩევის, დიაგნოზის ან კონსულტაციისთვის, მიმართეთ ექიმს.

თქვენ როგორ გძინავთ, ბალიშით თუ უბალიშოდ? შეგიმჩნევიათ ბალიშის ეფექტი თქვენ თავზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!