მთავარი კულინარია ყველის ნამცხვრებს ამ რეცეპტით ვამზადებ უკვე 40 წელია. დედამთილმა მასწავლა, როცა გავთხოვდი

ყველის ნამცხვრებს ამ რეცეპტით ვამზადებ უკვე 40 წელია. დედამთილმა მასწავლა, როცა გავთხოვდი

by Keti

ყველის ნამცხვარი ძალიან მარტივად მოსამზადებელი და ნოყიერი კერძია. თუმცა ხშირად გვავიწყდება მისი არსებობა და ინტერნეტში დაწერილი რეცეპტით თუ ,,შეგვახსენებს თავს”. ფუმფულა ყველეულის მოსამზადებლად ბევრი არაფერი დაგჭირდებათ. მთავარია ხაჭო იყიდოთ.

მოდით, გავიხსენოთ ეს უგემრიელესი რეცეპტი და მისი საშუალებით დავატკბოთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.

ტაფაზე მომზადებული ჰაეროვანი ყველის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • 400 გ ხაჭო (5%იანი)
  • 1-2 ს. კ. შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 2-4 ს. კ. ფქვილი (გაცრილი)
  • მარილი, ვანილი, დარიჩინი – გემოვნებით
  • 3 ს. კ. ზეთი შესაწვავად

მომზადება

1. უპირველეს ყოვლისა, ხაჭო ჩადეთ მოსახერხებელ ჭურჭელში, დაუმატეთ მარილი და შაქარი, შემდეგ აურიეთ.

2. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და თანდათანობით ჩააყარეთ ფქვილი. განაგრძეთ ჩანგლით ათქვეფა და მორევა, სანამ არ მიიღებთ მკვრივ და მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან მასას.

3. გააკეთეთ ცომისგან ბურთები. ზომები შეარჩიეთ სურვილის მიხედვით.

4. თუ მასა მეტისმეტად სველია, ან ხაჭოს რაოდენობა ბევრი გეჩვენებათ, დაამატეთ ცომს ცოტა ფქვილი.

5. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა და მოათავსეთ მასში ხაჭოს ბურთები. შეწვით საშუალო ცეცხლზე.

6. ხაჭოს ბურთებს დიდხანს ნუ მიატოვებთ, რადგან სწრაფად იწვება. როცა ცალი მხარე ყავისფერი გახდება, გადააბრუნეთ და მეორე მხარეს, თავდახურულში, შეწვით მხოლოდ ნახევარი წუთის მანძილზე.

7. მიიტანეთ ნამცხვრები სუფრასთან. დაამატეთ სასურველი ტოპინგი, მურაბა ან ხილი. გემრიელად მიირთვით!

თუ ვანილი და დარიჩინი არ გიყვართ, მათი დამატება აუცილებელი არ არის. ასევე შეგიძლიათ გემოვნებისამებრ შეცვალოთ ფქვილის, შაქრისა და მარილის რაოდენობა, რათა საუკეთესო კონსისტენცია მიიღოთ.

ეს ნამცხვარი ფაქტობრივად 15 წუთში მზადდება. ალბათ ღირს ამ დროის გამოყოფა გემრიელი ხემსისთვის, ასე არ არის?