მთავარი კულინარია სააღდგომო პასკის რეცეპტი

სააღდგომო პასკის რეცეპტი

by guramus

 

აღდგომა დღეს, სააღდგომო სუფრას პასკა ამშვენებს სუფრას. Genius.ge გთავაზობთ პასკის გამოცხობის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ძალიან მარტივად მოამზადოთ იგი.

ინგრედიენტები:

  1. 500 მლ მაწონი
  2. 3 ჭიქა რძე
  3. 50 გრ. საფუარი
  4. 3,300 კგ ფქვილი
  5. 1,300 კგ შაქარი
  6. 700 გრ. კარაქი (ან მარგარინი)
  7. 1 ცალი ლიმონის გახეხილი კანი (ცედრა)
  8. 12 კვერცხი
  9. ქიშმიში 500 გრამი (ცუკატებიც)

სუნელები:

  1. მუსკატის კაკალი
  2. მიხაკი
  3. დარიჩინი
  4. ილი – გემოვნებით

თითოეული დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზის ან ნაკლები ოდენობით უნდა აიღოთ.

მომზადების წესი:

ფქვილში გახსენით საფუარი, ჩაასხით თბილი რძე და მაწონი. შემდეგ, ერთმანეთში ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი, შეურიეთ ცომს და დაამატეთ მარგარინი (გამდნარი). ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი სპირტზე დამზადებული ყვითელი ყვავილის ნაყენი. ცომი მოზილეთ ჩვეულებრივათ და ააფუეთ. როდესაც ამოვა ზეთში დასველებული ხებით კვლავ ჩაზილეთ და დაუმატეთ ქიშმიში, 100 გრამი ზეთი და კვლავ დადგით ასაფუვებლად. როდესაც ამოვა, ფორმებში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე გამოაცხვეთ. გაითვალისწინეთ! ცომს მხოლოდ მესამედი უნდა ეკავოს ფორმის. როდესაც ამოავსებს ფორმას და გამოცხობას ცოტა დააკლდება,  ოდნავ ცეცხლს დაუწიეთ გამოშრობისთვის.