რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე

Loading...

აღმოსავლეთში ამბობენ: “ყველაზე დიდი მტერიც კი ვერ უსურვებს ადამიანს ისეთ საშინელ უბედურებას, როგორც მის საკუთარი აზრებს შეუძლია მოუტანოს.”

ერთ-ერთ პარიზის საავადმყოფოში ახალგაზრდა ფსიქოლოგმა ემილ კუემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თითქოსდა მთავარი ექიმის დანიშნულებით ავდმყოფებს დაავალა დღეში სამჯერ ხმამაღლა ან გონებაში 10-ჯერ გაემეორებინათ შემდეგი ფრაზა: “ყოველ დღე მე სულ უფრო უკეთესად და უკეთესად ვგრძნობ თავს.” ამასთან, ეს მექანიკურად კი არა, შეძლებისდაგვარად გააზრებულად უნდა გაეკეთებინათ.

ერთი თვის მერე კუეს პაციენტები, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მთავარ სალაპარაკო თემად იქცნენ, უფრო მოგვიანებით კი მათზე მთელს საფრანგეთში ალაპარაკდენენ. მძემედ დაავადებულნი გამოჯანმრთელდნენ ერთი თვის მანძილზე, ზოგიერთმა ამით ქირურგიული ჩარევაც კი აიცილა თავიდან.

ამგვარად, დადასტურდა უდიდესი მეცნიერის პარაცელსის აზრი, რომელიც ამტკიცებდა რომ რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩვენი ჯანმრთელობა – ადამიანის აზროვნების პირდაპირი შედეგია. დღეს უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია.

“საუკეთესო დაცვა ყველა დაავადებისა და ნებისმიერი ინფექციისგან – ეს მტკიცე რწმენაა საკუთარი ჯანმრთელობის და დადებითი ემოციები” – ამბობს ფსიქოლოგი 20 წლიანი სტაჟით ა. მეტელსკი. – “ნეგატიური აზრები ანადგურებს. მაგალითად, სიბრაზე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ავადმყოფობებს, წყენა – დროთა განმავლობაში იწვევს ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებს და ასევე ქოლეცისტიტს.”

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კანონის თანახმად – სიყვარულის, სიმპატიის და აღფრთოვანების სიტყვიერი გამოხატვა აძლიერებს იმ ადამიანის სიცოცხლის ენერგიას, ვისკენაცაა მიმართული. ხოლო ბოროტი სიტყვები – მსმენელის ენერგიას ზიანს აყენებს და ასუსტებს.

დაავადებათა საერთო რაოდენობა, რომელიც ცუდ აზრებს უკავშირდება, მუდმივად იზრდება. იმ მიზნით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ბრძენი ხალხის რჩევას უნდა მივყვეთ – ცხოვრებით გავიხაროთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის.

გაითავისეთ ამერიკელი კარდიოლოგის რობერტ ელიოტის ორი ოქროს წესი, რომელიც ინფარქტებისა და გულის უკმარისობის პროფილაქტიკის აღიარებული სპეციალისტია.
პირველი წესი: წვრილმანების გამო არ განაწყენდეთ. მეორე წესი: ყველაფერი წვრილმანია.

loading...

მსგავსი სტატიები