მთავარი ურთიერთობები სხეულის ენა, როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს

სხეულის ენა, როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს

by guramus

ცხოვრების განმავლობაში ადამიანი სწავლობს მრავალ ენას: მშობლიურ ენას, უცხო ენას … ზოგი სწავლობს პროგრამირების ენას. ხელოვნების დარგებსაც თავისი გამოხატვის ენა აქვთ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საერთაშორისო და ყველასთვის გასაგები ენა – ეს არის სხეულის და ჟესტების ენა.

სამწუხაროდ, საუბრის დროს მრავალი ჩვენგანი ყურადღებას არ აქცევს სხეულის მოძრაობას, ჟესტებს, მიმიკას. მეცნიერების უმეტესობა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის დროს კომუნიკაციის 60-80% ხდება არავერბალურად, ინფორმაციის მხოლოდ 20-40% გადაეცემა სიტყვიერად.

ფსიქოლოგიაში არავერბალურ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხეულის ენა არის ენა, რომლითაც საუბრობს ყველა, ისიც კი, ვინც არ იცის ამ ენის არსებობის შესახებ. ასეთი ხერხი ადამიანს ურთიერთობაში და ქვეტექსტის აღქმაში ეხმარება.

სხეულის ენა განსაკუთრებით ბიზნესის და წარმოების სფეროში გამოიყენება. თქვენი სხეულის მოძრაობის ხელოვნებაზე და ჟესტების სწორად ინტერპრეტირების ცოდნაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის პროდუქციით პარტნიორის დაინტერესება და საქონლის პრეზენტაციის კვალიფიციურად ჩატარება და ამის შედეგად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება. ჟესტების ენა ადამიანებს ეხმარება წარმატებული საქმიანი მოლაპარაკებების ჩატარებაში.

ფსიქოლოგმა ალბერტ მეიერაბიანმა დაადგინა, რომ ინფორმაციის 7% გადაცემა სიტყვების საშუალებით, სხვადასხვა ხმოვანი საშუალებით (ხმის ტემბრით, ბგერის ინტონაციით) – 38%, ხოლო არავერბალურად – 55%.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე