მთავარი ურთიერთობები სხეულის ენა, როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს

სხეულის ენა, როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს

by guramus

ხშირ შემთხვევაში, ურთიერთობის დროს ქალებს და მამაკაცებს შორის გაუგებრობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მათ იციან ერთმანეთის “სხეულის ენა”. ქალთა და მამაკაცთა სექსუალურ ჟესტებში არსებობს გენდერული თავისებურებები. არსებობს ძალიან ბევრი სექსუალური ჟესტი. ამ ჟესტების ცოდნა ადამიანებს საპირისპირო სქესის გაგებაში ეხმარება. ეს კი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, გაუგებრობები და სულიერი გამოფიტვა.

ქალთათვის დამახასიათებელია შემდეგი სექსუალური ჟესტები:

თავის მკვეთრი მოძრაობა. მაგალითად, თმის სახიდან მოსაშორებლად, ან თმის მხრებიდან ზურგზე გადასაყრელად. ამ მოძრაობას ინსტინქტურად მოკლე თმიანი ქალებიც კი აკეთებენ;

სიარულის დროს ზურგი გამართულია, მკერდი გამოწეულია წინ, ხოლო თეძოები რითმულად ირხევა;

ჯდომის დროს ფეხების ნელი გადაჯვარედინება და შემდეგ მათი გამართვა;

ოდნავ გაშლილი ფეხები, მიუხედავად ქალის პოზიციისა (მდგომარე, ან მჯდომარე);

ფეხსაცმლის ქანაობა ფეხის წვერებზე ნიშნავს იმას, რომ ქალი მამაკაცის გარემოცვაში კომფორტულად გრძნობს თავს. ამ მოძრაობის დროს ფეხსაცმლის წვერი მიმართულია იმ მამაკაცისკენ, რომლის მიმართაც ქალს ინტერესი გაუჩნდა;

გამართული მკერდი;

ინტიმური მზერა. ასევე შეპარული, ღიმილიანი მზერა;

ოდნავ ღიმილი, შემდეგ თვალების დახრა და სხვა მხარეს ყურება;

ოდნავ გაღებული პირი, შესველებული ტუჩები;

ჩუმი, დაბალი ხმის ტემბრი;

ცილინდრული ფორმის საგნის ხელში ტრიალი (სიგარეტი, ჭიქის ფეხი);
როდესაც ქალს მოსწონს მამაკაცი, ის ცდილობს მასთან უფრო ახლოს დაჯდეს, ვიდრე სხვებთან;
მასთან საუბრის დროს ის უფრო მეტად იხრება წინ, ვიდრე მამაკაცი;
მამაკაცის თანდასწრებით სარკეში საკუთარი თავის თვალიერება: შემობრუნება, ან მზერა გვერდიდან, სარკის წინ ტრიალი მაშინაც კი, როდესაც ის ტელეფონით საუბრობს;
მამაკაცის თანდასწრებით პომადის დემონსტრაციულად წასმა;
როდესაც ქალი ზის მამაკაცის მოპირდაპირე მხარეს და უყურებს მას პირდაპირ თვალებში, ეს ასევე მიუთითებს მის ინტერესზე;
მაჯის დემონსტრაცია. ქალი, რომელიც დაინტერესებულია პოტენციური სექსუალური პარტნიორით, დროგამოშვებით აჩვენებს თავის მაჯას.
როდესაც ქალები გრძნობენ მამაკაცის მზერას, ისინი აკეთებენ ხელით მოძრაობას. მაგალითად, ისწორებენ ვარცხნილობას, ტანსაცმელს, ან უბრალოდ ეხებიან თმას.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე