მთავარი ურთიერთობები სხეულის ენა, როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს

სხეულის ენა, როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს

by guramus

მამაკაცთათვის დამახასიათებელია შემდეგი სექსუალური ჟესტები:
ფეხები განზე აქვთ გაშლილი;
მზერა არ ჩერდება სახეზე, იგი ქალის მთელ სხეულზე მოძრაობს;
ხელის გულები უწყვიათ ბარძაყებზე;
ცერა თითები უდევთ ქამარში, ან ისინი პიჯაკის, შარვლის, ან ქურთუკის ჯიბიდან მოჩანან;
ხელით ისწორებენ თმებს, ჰალსტუხს, პერანგის საყელოს, ან უბრალოდ ეხებიან ყელს;

ქალის გამოჩენისას იშლებიან მხრებში;

ქვედა ყბა მოძრაობს ზემოთ-ქვემოთ;

სასმელს ურევენ ღონივრად და მთელი ხელით;

დადიან წინ და უკან;

ჯდომის დროს ფეხები გამოწეული აქვთ წინ.

ჩამოთვლილი სექსუალური ჟესტები შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პოტენციურმა პარტნიორმა გამოიყენოს, შემდეგ ჩნდება საპასუხო სიგნალები. ხშირად, შესაძლო პარტნიორებიდან ირჩევენ მას, ვინც უფრო მეტ საპასუხო ჟესტს აკეთებდა. ეს არჩევანი კეთდება გაუცნობიერებლად.

ეს ჩამონათვალი განზოგადებულია და არ არის აუცილებელი, რომ ყველა ქალი და ყველა მამაკაცი ასე იქცეოდეს. კონკრეტული ინდივიდის ქცევა შეიძლება მკვეთრად იყოს გადახრილი ნორმისგან.

მკვლევარების უმეტესობას მიაჩნია, რომ:

ვერბალური კომუნიკაცია ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის გადაცემისთვის;
არავერბალური კომუნიკაცია ძირითადად გამოიყენება ურთიერთობის “გასარჩევად”;
არავერბალური კომუნიკაცია ასევე ხშირად გამოიყენება ვერბალური კომუნიკაციის ნაცვლად.

ასევე დაგაინტერესებთ

10 მოულოდნელი რამ, რაც მამაკაცებს სექსუალური მიაჩნიათ

რა სამკურნალო თვისებები აქვს სექსს