სკოლაში მას მოუწესრიგებელ, გონებაგაფანტულად მიიჩნევდნენ. ერთ დღეს გოგონას მშობლებმა წერილი მიიღეს სკოლიდან, სადაც ეწერა: “მას არ შეუძლია სწავლა, უჭირს კონცეტრირება. ყოველთვის ნერვიული და მოუსვენარია, კლასს ხელს უშლის, დავალებებსაც ყოველთვის დაგვიანებით ასრულებს…” სინამდვილეში გოგონას ყურადღების დეფიციტის სინდრომი ჰქონდა, რომლის შესახებაც 1930-იან წლებში არავინ არაფერი იცოდა.
მშობლებმა გოგონა ექიმთან წაიყვანეს. ექიმმა ის ოთახის ბოლოში მდგარ სკამზე დასვა, სადაც 20 წუთის განმავლობაში თეძოების ქვეშ ხელებდაწყობილი იჯდა.
ამ დროის განმავლობაში კი გოგონას დედა და ექიმი სკოლაში არსებულ მის პრობლემებზე საუბრობდნენ. ბოლოს, ექიმმა გოგონას უთხრა, რომ დედასთან მარტო სურდა საუბარი. სთხოვა მოსაცდელში გასულიყო და იქ დალოდებოდა.
გასვლისას გოგონა მაგიდაზე მდგარ რადიოსკენ შეტრიალდა და მიაშტერდა. მუსიკის გაგონებისთანავე ფეხის თითებზე შეხტა და მოძრაობა დაიწყო. ექიმმა გოგონას დედას უთხრა: ის ავად არ არის, ის მოცეკვავეა! შეიყვანეთ გოგონა ცეკვის გაკვეთილებზე.
დედამ დაუჯერა ექიმს – გოგონამ ცეკვის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. მოგვიანებით “სამეფო ბალეტის სკოლაში”-ც მიიღეს, სადაც სოლისტი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან საკუთარი ცეკვის სკოლა დააარსა.
ენდრიუ ვებერთან შეხვედრის შემდეგ კი ბალეტის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქორეოგრაფიები დადგა. ახალგაზრდა ქალბატონმა მილიონობით ადამიანს მიანიჭა ბედნიერება და თავადაც მულტიმილიონერი გახდა.
ეს არის ისტორია ჯილიან ლინის შესახებ – თანამედროვე ქორეოგრაფი, ცეკვის ექსპერიმენტატორი, მსახიობი და რეჟისორი. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ხელოვნების ამ დარგში.