მთავარი რჩევები ასაკის მატებასთან ერთად თუ სახეზე ნაოჭები გიჩნდება, შეაჩერე კანის დანაოჭება ამ მარტივი საშუალებების მეშვეობით

ასაკის მატებასთან ერთად თუ სახეზე ნაოჭები გიჩნდება, შეაჩერე კანის დანაოჭება ამ მარტივი საშუალებების მეშვეობით

by guramus

ქალბატონების დაუძინებელი მტერი დროა. იგი ულმობლად ცვლის ჩვენს გარეგნობას, საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებას.

დაბერების პროცესი 25 წლის შემდეგ იწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არსებითი ნიშნები არ აქვს, ამიტომაც, ანტი-ასაკობრივი მოვლა სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოთ. თუმცა, გვიანი არასდროსაა კანის სიგლუვისთვის ბრძოლა.

ნაოჭების სახეები და გაჩენის მიზეზები

არსებობს ორი სახის ნაოჭი: ზედაპირული(მიმიკური) და ღრმა. ზედაპირული ნაოჭები ჯერ კიდევ 18-20 წლის ასაკში ჩნდება, ხოლო ღრმა – შედარებით გვიან. იგი ფიზიოლოგიური დაბერების თანმხლები მოვლენაა, რაც გენეტიკურადაა ადამიანში ჩანერგილი.

არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას და დანაოჭებას:

• არაზომიერი მიმიკური აქტივობა;

• ინსოლაცია (მზის გავლენა);

• ცხოვრების არაჯანსაღი წესი(მოწევა, ალკოჰოლი, ძილის უკმარისობა და ა.შ.)

ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში 3 მთავარი ფაქტორი გამოიყოფა: სწორი მოვლა, მასაჟი და პროფილაქტიკა.

1. კანის მოვლა მოიცავს წმენდას, დატენიანებასა და მზის სხივებისგან დაცვას. კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები სწორად უნდა იყოს შეირჩეს კანის ტიპის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანს უარესად დაიზიანებთ.

კარგი იქნება, თუ ხშირად ივლით კოსმეტოლოგთან, განსაკუთრებით, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ და ფერიმჭამელები გაწუხებთ.

2. სახის მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას და აუმჯობესებს ტურგორს, რაც კანს ელასტიურობასა და ახალგაზრდობას ანიჭებს. მასაჟის გაკეთება კვირაში 2-3ჯერ თვითონაც შეგიძლიათ.

ამისთვის, გამოიყენეთ ზეთი ან ცხიმიანი კრემი. კარგია ყურძნის ღეროების ან ზეითუნის ზეთი.
როგორ უნდა თითები წრიულად, ცენტრიდან პერიფერიებისკენ(შუბლის ცენტრიდან საფეთქლებისკენ, ცხვირის ფარფლებიდან ყურებისკენ, ნიკაპიდან ყურებისკენ).

შეგიძლიათ დამარბილებელი მოძრაობები შეასრულოთ – თითქოს ნაოჭებს არბილებთ. მეტისმეტი არ მოგივიდეთ – ნუ გაწელავთ ნაოჭებს.

პროცედურა 10-15 წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

კანის ფერი მომენტალურად უმჯობესდება და ბზივარებას იძენს. თუ პროცედურას რეგულარულ შეასრულებთ, მიმიკური ნაოჭები შესამჩნევად ჩალაგდება. მასაჟის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე ნიღაბი.

გთავაზობთ ნიღბის რეცეპტს:

ვარდის 50-60 გრამი გამხმარი ფურცლები 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე 1 ს/კ მინერალურ წყალთან და ზეითუნის ზეთთან ერთად(არ აადუღოთ!), გააცივეთ, გადაწურეთ და გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთით.
არ დაგავიწყდეთ ყველა იმ ფაქტორის აღკვეთა, რომლებიც ხელს უწყობს კანის დაბერებას.

ამისათვის, ყურადღება უნდა მიაქციოთ მიმიკებსაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა გაიღიმოთ, თუმცა თვალების დაელამება, წარბების შეჭმუხნვა და დაჭყანვა ნამდვილად არ ღირს. მზეზე გასვლა კი მხოლოდ დამცავი კრემის დატანების შემდეგ შეიძლება. ეს საშუალება უნდა დაიტანოთ აქტიურ მზეზე გავსლამდე 30 წუთით ადრე და განაახლოთ ყოველ 2-3 საათში.

ეცადეთ, მაქსიმალურად მოერიდოთ მავნე ჩვევებს, დაკავდით სპორტით და გადადით ჯანსაღ კვებაზე. თუ ნაოჭები ზედმეტად გაწუხებთ, გამოიყენეთ ბოტოქსი ან ჰიალურონის მჟავა პრობლემურ ზონებში.

როგორც არ უნდა გვინდოდეს მუდმივი ახალგაზრდობა, ჩვენ მაინც ვბერდებით. გახსოვდეთ, რომ ჩვენი თითოეული ნაოჭი გავლილი ლხინი და მწუხარება, გამოცდილება და შეცდომაა.