მთავარი რჩევები როგორ იკვებებიან გასახდომი შოუს მონაწილეები და მოქმედებს თუ არა ეს დიეტა რეალურად?

როგორ იკვებებიან გასახდომი შოუს მონაწილეები და მოქმედებს თუ არა ეს დიეტა რეალურად?

by guramus

ჩვენი უმეტესობა იდეალური ფიგურისკენ მიილტვის ან, უბრალოდ, რამდენიმე ჭარბი კილოგრამის მოშორებაზე ოცნებობს. სატელევიზიო შოუში „აწონილი და ბედნიერი“ მონაწილეობის მიღება ამ „ოცნების“ ახდენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რეგულარულ სავარჯიშოებზე რომ არაფერი ვთქვათ.

მონაწილეები 24/7-ის განმავლობაში რეგულარულ დაკვირვებას გადიან. თუმცა, ამის გაკეთება ვიდეოკამერებისა და შოუდან გამოვარდნის შიშის განცდის გარეშეც შეგიძლიათ, დამოუკიდებლად.

დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

სანამ ამ შოუს ახალი სეზონი დაიწყება, შეგიძლიათ სცადოთ დიეტა, რომელიც სპეციალურად მისი მონაწილეებისთვისაა შექმნილი.

იგი მოიცავს მცირე ულუფებით საკვების ხშირ მიღებას(5-6ჯერ დღეში) და, როგორც აღმოჩნდა, დიეტა კარგადაა დაბალანსებული, შეიცავს საკმარისი რაოდენობის ცილებს, ნახშირწყლებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს.

ამ დიეტის უპირატესობა, წონაში კლების გარდა, ისაა, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევის მაჩვენებელი იკლებს, ასევე, უმჯობესდება საერთო მდგომარეობა. გარდა ამისა, იგი ხელს შეუშლის მე-2-ე ტიპის დიაბეტის გაჩენას, კიბოს ზოგიერთ სახეობას, გულის დაავადებებსა და ინსულტს.

დიეტის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ იგი 5-6 კვირის განმავლობაში მკაცრად უნდა დაიცვათ, დაითვალოთ მოხმარებული კალორიები, რეგულარულად ივარჯიშოთ და არ იზარმაცოთ!

მოკლე მიმოხილვა

დიეტა დაფუძნებულია სპეციალურ საკვებ პირამიდაზე 4-3-2-1, რომელიც მოიცავს ხილისა და ბოსტნეულის 4, ცილების 3, სრულმარცვლოვანი პროდუქტის 2 სახეობასა და დამატებით 200 კალორიას თქვენი სურვილის მიხედვით. ასევე, აუცილებელია დღეში 6-8 ჭიქა წყლის დალევა და კოფეინის სრულიად აღკვეთა.

თანაც, ამ 4 ჯგუფში პროდუქტის შეზღუდვა არ არსებობს, ამიტომ, შეგიძლიათ შეარჩიოთ სოიო, ხილი და ბოსტნეული, თხილეული, მარცვლეული და ხორბალი.

გულის ამერიკული ასოციაცია გვირჩევს მარილისა და გაჯერებული ცხიმების შემცირებას რაციონში, სამაგიეროდ, ცელულოზას შემცველი პროდუქტების მიღებას. ეს უკანასკნელი ამ დიეტის საფუძველიცაა.

ასევე, რეკომენდებულია სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, თუ დიეტის ეფექტიანობა გსურთ.

თუ ჯანმრთელობის გაძლიერება და წონაში დაკლება გსურთ, თავი სრულად უნდა მიუძღვნათ ამ პროცესს. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას!