fbpx

ექიმი მარვა ოგანიანი: “პანკრეასი სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. მიხედეთ ამ რეცეპტით.”

მიჩნეულია, რომ ჩვენი სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაზე.

კუჭქვეშა ჯირკვალთან (პანკრეასთან) დაკავშირებული პრობლემები:

დაბადებიდან ჩვენ დაუნდობლად ვანადგურებთ კუჭქვეშა ჯირკვალს, ვაიძულებთ რა მას, იმუშაოს დღე-ღამეში 24 საათის მანძილზე. ამ პროცესს კუჭქვეშა ჯირკვლის გადატვირთვა მოჰყვება. არასრულფასოვანი, უჯერო და მაძღარი კვება ფიტავს პანკრეასს და იწვევს დიაბეტს, პანკრეატიტს, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს.

 

ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მის გადასარჩენად სწორი კვება. სწორი კვების ძირითადი პრინციპები:

უმი ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და თხილეულის მონელება ხდება ფერმენტების მინიმალური რაოდენობის ხარჯზე, ხოლო შებოლილი, შემწვარი და ცხიმიანი საკვების გადამუშავებას ასჯერ მეტი რაოდენობის ფერმენტი სჭირდება.

შემწვარი და მოხრაკული საკვების მირთმევისას ჩვენ ვაიძულებთ კუჭქვეშა ჯირკვალს იმუშაოს ასჯერ უფრო აქტიურად, რის გამოც ის წლიდან წლამდე იფიტება. საჭმლის მომნელებელი ფერმენტები წყვეტს გამომუშავებას თვრამეტი საათის შემდეგ, ამიტომ ყველა დიეტოლოგი იძლევა რეკომენდაციას – საღამოს ექვსი საათის შემდეგ მივირთვათ მაქსიმალურად მსუბუქად.

 

ხორცის პროდუქტები არ მიეკუთვნება ხარისხიან საკვებს. რატომ? ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ გადაამუშავებს ცხოველურ ცილას სათანადოდ, რის შედეგადაც ის იწყებს ხრწნას. მისი ლპობის პროცესში წარმოიქმნება აირები და ტოქსინები, ღვიძლი მხოლოდ მათ ნაწილს ანეიტრალებს, ამიტომ ისინი გროვდება და გადადის სისხლში, რაც სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია.

კვების ყოველდღიური რეჟიმი:

1. დილა უნდა დაიწყოთ ბალახის ჩაით თაფლთან ერთად, ასევე ლიმონის ან კენკრის წვენით. ისინი გაცილებით სასარგებლოა ყავასა და შავ ჩაიზე. იდეალურია ახალგამოწურული სეზონური ხილის ან ბოსტნეულის წვენი.

2. საუზმე ათი საათიდან თერთმეტ საათამდე წარმოდგენილი უნდა იყოს ხილის სახით, სეზონურად – ახალი ხილის – ან ხილის ჩირის სახით. საათ-ნახევრის შემდეგ დალიეთ ბალახის ჩაი ან წვენი.

3. სადილს უნდა შეადგენდეს ახალი ბოსტნეული და მწვანილი. გახეხილ ბოსტნეულს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, არაჟანი ან მცენარეული ზეთი. მიირთვით კვერცხიც. შეგიძლიათ დაამატოთ გაღვივებული ხორბალი, წიწიბურა, ბარდა. სადილიდან საათ-ნახევრის შემდეგ დალიეთ რამე წვენი ან ბალახის ჩაი.

4. ვახშამი: ხუთიდან ექვს საათამდე მიირთვით ხილი ან ბოსტნეული, სალათას დაუმატეთ კაკალი, მაგარი ყველი. კარგი იქნება რძემჟავა პროდუქტები: იოგურტი, კეფირი, მაწონი. პურის ნაცვლად ორცხობილა კარაქით. მიიღეთ ყველანაირი წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული.

 

ტრადიციული კვება არ შეესაბამება ჩვენი ორგანიზმის რეალურ მოთხოვნებს აუცილებელია ხორცისა და თერმულად დამუშავებული საკვების შეზღუდვა ჩვენს რაციონში. რათა არ გადავღალოთ კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელზეც ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაა დამოკიდებული.


  მსგავსი სიახლეები

  კომენტარები