მთავარი ჯანმრთელობა ყველით განტვირთვის დღეს კუჭი პატარავდება, თეძოები თხელდება და ფორმაში ვდგები. აი რეცეპტი

ყველით განტვირთვის დღეს კუჭი პატარავდება, თეძოები თხელდება და ფორმაში ვდგები. აი რეცეპტი

by Keti

განტვირთვის დღეების მოწყობა ორგანიზმისთვის სასარგებლოა. იდეალურია განტვირთვა კეფირით, ვაშლით, წიწიბურათი, თუმცა ეს ბევრისთვის რთულია. თუ ვერ ეგუებით კვებაში შეზღუდვებს, განტვირთვის დღე თქვენი შველაა და ის უნდა ჩაატაროთ კვირაში ერთხელ.

ბოლო ხანებში პოპულარულია რაციონის კალორიულობის დაქვეითება ყველის მომატებული მოხმარების გზით. ყველი არის ცილოვან-ცხიმოვანი კონცენტრატი. მასში ბევრი ვიტამინი, მინერალი და ამინომჟავაა. ყველში შედის ტრიფტოფანი, მეთიომინი და ლიზინი, ისინი ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებენ.

რითი სჯობს ყველით განტვირთვის დღე დანარჩენებს?

  • ცილა ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას.
  • დიდხანს გრძელდება დანაყრების შეგრძნება.
  • აქვეითებს სიმსივნეების განვითარების რისკს.
  • ცილის გადამუშავება ენერგიის ხარჯვას იწვევს, შესაბამისად, ხელს უწყობს წონის კლებას.
  • კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  • არეგულირებს სისხლის წნევას.
  • უხდება კუჭის წყლულს, გასტრიტს…

გთავაზობთ ყველით განტვირთვის დღის 7 ვარიანტს. იდეალურია დაბალკალორიული სოიოს ყველი – ტოფუ. ასევე ხაჭო, ბრინზა, ფეტა, სულგუნი, გაუდა… სვით 1,5-2 ლ წყალი დღეში, ასე თირკმლებზე დატვირთვას შეამცირებთ.

განტვირთვის დღე მაგარი ყველით

აიღეთ 300 გ მაგარი ყველი (პარმეზანი, ჰოლანდიური…), გაყავით 60-60 გ 5 მიღებაზე. სვით ბალახის და მწვანე ჩაი, წყალი.

განტვირთვის დღე მდნარი ყველით და კვერცხით

მენიუ: 

საუზმე: 100 გ მდნარი ყველი, 2 მოხარშული კვერცხი, უშაქრო ბალახის ჩაი.

ხემსი: 2 მოხარშული კვერცხი, პომიდორი, მწვანილი.

სადილი: 100 გ მდნარი ყველი, სალათა ბულგარულით, კვერცხით, კიტრით, მწვანილითა და ლიმონის წვენით.

ხემსი: 1 ვაშლი, მწვანე ჩაი.

ვახშამი: 100 გ მდნარი ყველი, 100 გ თეთრი მშრალი ღვინო

განტვირთვის დღე ყველით და კეფირით

აიღეთ 250 გ მაგარი ყველი, 1 ლ უცხიმო კეფირი. გაყავით 5 მიღებაზე, მიირთვით 3-4 სთში ერთხელ. სვით წყალი და ჩაი.

განტვირთვის დღე ყველითა და ღვინით

300 გ მაგარი ყველი, 500 მლ თეთრი მშრალი ღვინო. გაყავით ყველი 5 პორციად, მიაყოლეთ თითოეულს 100 მლ ღვინო. შიმშილის შემთხვევაში მიიღეთ ხილი ან ბოსტნეული. ღვინო ანეიტრალებს ქოლესტერინს.

განტვირთვის დღე ყველითა და ყავით

ეს რთული ვარიანტია. დღეში 5ჯერ მიირთვით 30-30 გ ყველი, დააყოლეთ ცოტა ყავა (თუ გსურთ სიტკბოც დაამატეთ). სვით წყალი და ჩაი.

განტვირთვის დღე ყველითა და ბოსტნეულით

მენიუ:

საუზმე: 100 გ მაგარი ყველი, უშაქრო მწვანე ჩაი.

ხემსი: მოხარშული კვერცხი, 100 გ ბროკოლი ორთქლზე, 1 პომიდორი.

სადილი: 250 გ კომბოსტოს სალათა კიტრითა და მწვანილით.

ხემსი: ბალახის ჩაი.

ვახშამი: 100 გ მაგარი ყველი, ტომატის წვენი, ჭვავის ორცხობილა

განტვირთვის დღე ყველითა და ხაჭოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 300 გ სრულიად უცხიმო ხაჭო
  • 100 გ ყველი ტოფუ
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 1,5 ლ წყალი

ამ საჭმლის მოცულობა მთელ დღეზეა გათვლილი.

ყველის რაციონი (ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად), მოგცემთ სასურველ შედეგს. ცილოვანი დიეტის დროს ორგანიზმი ბევრ კალორიას ხარჯავს დაგროვილი ცხიმიდან. ამ დროს წარმოიქმნება დაშლის პროდუქტები: აზოტი, აცეტონი, ამიაკი. მათი გამოდევნისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: