ერთი და იგივე კერძი, რაც არ უნდა გემრიელი იყოს ის, თუ წლების მანძილზე თქვენი მენიუს ნაწილია, მომაბეზრებელია. ბევრ თქვენგანს ალბათ დიდად აღარ ახარებს ტრადიციული ”ოლივიეს” მომზადება და მირთმევა.
მეტი სიხალისის შესატანად, გთავაზობთ სხვადასხვა სალათის ვარიანტს. ასევე თქვენც, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი ინგრედიენტის დამატება ან ჩანაცვლება რაიმე განსხვავებულით, გემოვნების მიხედვით.
სალათი ქათმითა და კიტრით
ინგრედიენტები
- 250 გ მოხარშული ქათმის ფილე
- 400 გ დაკონსერვებული სიმინდი
- 200 გ კიტრის მარინადი
- 200 გ სტაფილო
- 1 ხახვი
- 150 გ გახეხილი ყველი
- 1 ს. კ. ფქვილი
- 2-3 კბილი ნიორი
- 100 გ მაიონეზი
- 50 გ ორცხობილა
- 2 ს. კ. ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. ქათმის ფილე და კიტრი დაჭერი პატარა კუბებად. სტაფილო გახეხე მსხვილ სახეხზე.
2. ხახვი დაჭერი რგოლებად, ამოავლე ფქვილში და შეწვი ზეთში ოქროსფრამდე
3. დიდ თასში აურიე ხორცი, კიტრი, სტაფილო, სიმინდი, გახეხილი ყველი, ხახვი.
4. ნიორი გაჭყლიტე პრესში, შეურიე მაიონეზს, დაამატე მარილი და პილპილი.
5. მაიონეზი შეურიე დანარჩენ ინგრედიენტებს. სუფრაზე მიტანის წინ სალათში მოათავსე ორცხობილას ნატეხები.
სალათი მანდარინით
ინგრედიენტები
- 100 გ მწვანე ხახვი
- 100 გ მანდარინის ლებნები
- 1 ვაშლი
- 100 გ ყველი ფეტა
- 50 გ ორცხობილა
- 50 გ ნიგოზი
- 50 გ სალათის ფურცლები
- 1 ავოკადო
- ინგრედიენტები სოუსისთვის
- 50 გ ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ. ბალზამის ძმარი
- 1 ს.კ. ღვინის ძმარი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ვაშლი და ავოკადო დაჭერი კუბებად. დაჭერი ასევე მწვანე ხახვი, ნოგოზი და სალათის ფურცლები.
- სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიე ერთმანეთს ცალკე თასში.
- ყველა მყარი ინგრედიენტი შეურიე ერთმანეთს. სუფრაზე მიტანის წინ მოასხი სოუსი.
კვერცხის სალათი
ინგრედიენტები
- 12 კვერცხი
- 50 გ მწვანე ხახვი
- 100 გ ბულგარული წიწაკა
- 200 გ პომიდორი
- 3 ს. კ. მდოგვი
- 50 გ არაჟანი
- 1 ს. კ. ღვინო
- 1 ს. კ. ღვინის ძმარი
- 1/4 ჩ კ. პაპრიკა
- 1/2 ჩ. კ. მარილი
მომზადება
- კვერცხი მოხარშე მაგრად, გააციე და დაჭერი კუბებად.
- პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ხახვი დაჭერი ასევე.
- მოამზადე მოსასხმელი: ერთმანეთს შეურიე პაპრიკა, არაჟანი, მდოგვი, ღვინო და ძმარი.
- ყველა მყარი ინგრედიენტი შეურიე ერთმანეთს. მოაყარე მარილი. სოუსი მოასხი სუფრასთან მიტანის წინ.
სალათი ლობიოთი და ლორით
ინგრედიენტები
- 200გ დაკონსერვებული ან წინასწარ მოხარშული ლობიო
- 1 თავი ხახვი
- 1 მწვანე წიწაკა
- 3 პომიდორი
- 150 გ ლორი
- 1 ჩ. კ. შაქარი
- 1/2 ჩ. კ. მარილი
- 3 ს. კ. ღვინის ძმარი
- 50 გ ზეითუნის ზეთი
მომზადება
- ხახვი, ძმარი, მარილი და შაქარი შეურიე ერთმანეთს. ნარევი დადგი 1 საათით.
- წიწაკა, პომიდორი და ლორი დაჭერი კუბებად. ამ ინგრედიენტებს შეურიე ხახვი და ლობიო.
- სუფრასთან მიტანის წინ სალათს მოასხი ზეითუნის ზეთი.
იტალიური სალათი
ინგრედიენტები
- 400 გ პასტა
- 150 გ გახეხილი ყველი
- 200 გ ზეთისხილი
- 200 გ ძეხვი პეპერონი
- ინგრედიენტები სოუსისთვის
- 5 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- 3 ს. კ. ბალზამის ძმარი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მაკარონი მოხარშე და გადაავლე ცივი წყალი.
- ძეხვი დაჭერი, ყველი გახეხე, შეურიე ერთმანეთს, დაამატე ზეთისხილი და აურიე მაკარონს.
- პატარა თასში შეურიე სოუსის ყველა ინგრედიენტი.
- მაკარონის სალათს დაამატე მომზადებული სოუსის ნახევარი. კარგად აურიე და შედგი მაცივარში 2 საათით.
- ამის შემდეგ დაამატე სოუსის მეორე ნახევარი და კვლავ კარგად აურიე.
ეს ორიგინალური რეცეპტები შეინახე და გაუმასპინძლდი სტუმრებს მრავალფეროვანი სალათებით. მეგობრებს კი გაუზიარე სოციალურ ქსელში!