მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავთავისუფლდეთ ქერტლისგან?

როგორ გავთავისუფლდეთ ქერტლისგან?

by guramus

სიცივის დადგომასთან ერთად კანის ისეთი გავრცელებული დაავადება, როგორიც არის ქერტლი, უფრო ხშირად იჩენს თავს. ის შეიძლება წარმოიქმნას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების შედეგად (როცა შენობაში თბილა, გარეთ კი სიცივეა), რა დროსაც ვითარდება თავის კანის სიმშრალე. ქერტლი შესაძლოა გაჩნდეს აგრეთვე თავის თმიანი ნაწილის გადაციებით, როცა ადამიანს არ უყვარს ქუდის ან რაიმე თავსაბურავის ტარება ზამთარშიც კი.

ქერტლის შესამცირებლად და სამკურნალოდ საჭიროა თავის კანის მოვლის ისეთი სწორი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია ამ პრობლემის გადასაჭრელად. ზამთარში უნდა გამოიყენოთ სპეციალური ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი და კონდიციონერი. თუმცა ქერტლის მოშორება მარტივი არ არის. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს სახლის პირობებში ქერტლისგან გათავისუფლების მიზნით.

თმის დავარცხნა

თავის კანის სტიმულაცია დავარცხნის გზით აუმჯობესებს მასში სისხლისმიმოქცევას. შედეგად მატულობს კანის ჯირკვლების მიერ ცხიმის გამოყოფა, რაც აუმჯობესებს მის მდგომარეობას. დაივარცხნეთ ხშირად, ოღონდ ხარისხიანი სავარცხლით.

თავი აარიდეთ თმის პირდაპირ გახურებას

ზამთარში ხშირად იყენებენ ფენს თმის გასაშრობად. ეს კი იწვევს კანის სიმშრალეს. უმჯობესია, თმა პირსახოცით კრგად გაიმშრალოთ და შემდეგ გაიშროთ ბუნებრივი გზით ჰაერზე.

სვით მეტი წყალი

ზამთარში ზოგჯერ გვავიწყდება საკმარისი რაოდენობის წყლის სმა. ეს კი იწვევს  კანის სიმშრალეს და ქერტლის გაჩენას. დალიეთ დღეში 4 ლიტრი წყალი მაინც პრობლემის მოსაგვარებლად.

შეცვალეთ პირსახოცი

ის არ უნდა იყოს ფუმფულა თურქული, უმჯობესია გამოიყენოთ სუფთა ბამბის პირსახოცი. სასურველია თმა გაიმშრალოთ თავის დაბანის დამთავრებისთანავე ძალიან კარგად.

შეცვალეთ კვების რაციონი

ქერტლის პრობლემის თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტური გზა – სწორი დიეტაა. თავის კანის და თმის კვების საუკეთესო წყაროა ვიტამინი B, თუთია და ომეგა 3. რაციონში ჩართეთ ახალი ხილი და ბოსტნეულის კერძები, ასევე კვერცხი, თევზი, ბანანი, ისპანახი.

შეამცირეთ შაქრის მოხმარება

შაქრის ჭარბი რაოდენობა სისხლში გარდაიქმნება ცხიმად, რაც ქერტლის მომატების სტიმულირებას უწყობს ხელს. ჩაანაცვლეთ შაქარი თაფლით ან ჩირეულით. დიდი რაოდენობით ტკბილის მიღება იწვევს ანდროგენების სიჭარბეს სისხლში. ეს ჰორმონები აზიანებს თმის ბოლქვებს, რის შედეგადაც თმა მტვრევადი და სუსტი ხდება და ცვივა.

მიიღეთ ალიცინები

ხახვი და ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით ალიცინებს, რომლებსაც სოკოსსაწინააღმდეგო თვისებები აქვთ. ქერტლის მოსაშორებლად გამოიყენეთ ხალხური საშუალება: ნივრის ან ხახვის წვენში შეურიეთ თაფლი და წაისვით თავზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თმის ნიღბები

ყოველი დაბანის წინ თმაზე წაისვით ზეთები. საუკეთესოა ქოქოსის ზეთი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ზეთის, მაგალითად, ზეითუნის, ნუშის, აბუსალათინის, ხის ჩაის  ზეთების ნარევი.

არ შეიღებოთ თმა

თმის საღებავი, მაგარი შამპუნი და სხვა ქიმიური ნივთიერებები დამატებით იწვევს კანის სიმშრალეს და ქავილს. ზამთრის პერიოდში თავი აარიდეთ თმის შეღებვას, ვინაიდან სიცივეში კანი ისედაც მიდრეკილია სიმშრალისკენ.

ქერტლისსაწინააღმდეგო შინაური საშუალებები

თაფლი და ლიმონი

თაფლი კანის ბუნებრივი დამატენიანებელია, ხოლო ლიმონი აკავებს ქავილს. აიღეთ სამი ს. კ. თაფლი და დაამატეთ მას რამდენიმე წვეთი ლიმონი. წაისვით თავზე და 15 წუთის შემდეგ რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.

საკვები სოდა

საკვები სოდით გაიხეხეთ თავის კანი, შემდეგ ჩამოიბანეთ უბრალოდ წყლით. შამპუნი არ გამოიყენოთ.

ვაშლის ძმარი

თავი დაიბანეთ შამპუნით, ჩამოიბანეთ და სპრეის სახით შეისხით ვაშლის ძმრისა და წყლის თანაბარი ნარევი. გაიჩერეთ ხუთი წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თქვენ რა საშუალებებით ებრძვით ქერტლს? მოგვიყევით კომენტარებში.

ეს სასარგებლო რჩევები კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.