რეკლამებს თუ დავუჯერებთ, უამრავი ნივთის ყიდვაა აუცილებელი და ჩვენ ვყიდულობთ. შემდეგ კი მათ ან ვიყენებთ, ან – არა. გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც ტყუილად დავხარჯეთ თანხა.
1. მულტისახარში
ამ რეკლამირებულ ტექნიკას იგივე ფუნქციები აქვს, რაც თქვენს გაზქურას. თუ თქვენ მთელი ცხოვრება მიჩვეული ხართ, გაზის კანფორასთან მუშაობას, ეს ნივთი ნამდვილად ზედმეტი იქნება.
2. ვიწროსპეციალიზებული სამზარეულოს ტექნიკა
პურის საცხობი, იოგურტის მოსამზადებელი და ტოსტერი – ხშირად უბრალოდ მტვერს აგროვებს. ზოგიერთი საკვების მომზადება სპეცტექნიკის გარეშეც შესაძლებელია. ზოგს კი მზა სახით ვყიდულობთ.
3. სტაციონური ტელეფონი
დღეს ყველა მობილურ ოპერატორს გააჩნია ხელსაყრელი ტარიფები განუსაზღვრელი რაოდენობის წუთებით. ამიტომ სისულელეა სახლის ტელეფონში ფულის გადაყრა, მით უფრო, თუ სახლში იშვიათად ხართ.
4. სპორტდარბაზის აბონიმენტი
რამდენი ფული იხარჯება ამ აბონიმენტებზე… როცა წინ მთელი წელია, ამ შემთხვევაში უაზროა მათი შეძენა. წლის ბოლოს კი იძულებით თუ ესტუმრებით სპორტდარბაზს რამდენჯერმე, ვინაიდან დახარჯული ფული გენანებათ, ეს ხომ უბრალოდ უაზრობაა.
5. სპორტული ინვენტარი
თუ აპირებთ რაიმე სპორტით დაკავებას პროფესიულად, ინვენტარის შეძენა არ ღირს. ძვირია და თან მოუხერხებელი ბინისთვის. სახლში სპორტით დასაკავებლად საკმარისია მხოლოდ ერთი – ფიტნეს ხალიჩის გამოყენება.
6. ხელის საათი
რისთვისაა ისინი საჭირო, თუ სულ სმარტფონში ვიყურებით?!
7. ფოტოაპარატი
სმარტფონების უმრავლესობას საკმაოდ კარგი კამერა აქვს და მშვენიერ ფოტოებსაც იღებს. მათი შენახვაც გაცილებით იოლია.
8. პოლივიტამინები
პოლივიტამინების მიღების სარგებლიანობა თმისთვის, კანისთვის, ფრჩხილებისთვის დამტკიცებული არ არის, სამაგიეროდ დადასტურებულია, რომ ზოგი ვიტამინის სიჭარბე მავნებელია ორგანიზმისთვის. ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ მათ.
9. საკანცელარიო ნივთები
ისინი უფრო ბავშვებს სჭირდებათ სკოლებში, მოზრდილისთვის კი საკმარისია ფურცელი და კალამი.
10. ნაგვის პარკები
თუ თქვენ პროდუქტებს სუპერმარკეტებში ყიდულობთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ ზედმეტი პაკეტები, ისინი კი შესანიშნავად გამოდგება ნაგვისთვის.
11. მყარი საპონი
მყარი საპონი აშრობს კანს, ტოვებს უსიამოვნო ნადებს სანტექნიკაზე. გარდა ამისა, თხევადი საპონი და დასასხურებელი ქილა გაცილებით იაფი და ჰიგიენური დაგიჯდებათ.
12. თმის დასახვევი
თმის დახვევა ან გასწორება ერთი ნივთით შეგიძლიათ – თმის უთოთი.
13. კონტეინერი ლიმონის/ავოკადოს/სენდვიჩისთვის.
ნამდვილად გჭირდებათ ასეთი კონტეინერი? ისინი შეგიძლიათ მრგვალ ან კვადრატულ კონტეინერებშიც ჩაალაგოთ. შესანახად კი უბრალო თასში ჩაალაგეთ.
14. სუვენირები
სამოგზაურო სუვენირები ყველაზე უსარგებლო ნივთებია სახლში. ეს მაგნიტები და სტატუეტკები მტვერს აგროვებს. ეცადეთ რაიმე ფუნქციური და უნიკალური ნივთი შეიძინოთ.
15. ბოთლის წყალი
თუ სახლში წყლის ფილტრი გაქვთ, უმჯობესია სპეციალური ბოთლი შეიძინოთ და სახლიდან გასვლამდე შეავსოთ.
16. ოთახის მცენარეები
თუ მოგეწონათ რომელიმე ყვავილი სტუმრად ყოფნისას, შეგიძლიათ სთხოვოთ მასპინძელს მისი ძირი. არავინ უარს არ გეტყვით.
17. შინაური ცხოველები
უამრავი შინაური ცხოველი ელოდება პატრონს თავშესაფარში ან ქუჩაში. თუ გსურთ მათ სიყვარული მიანიჭოთ, რა მნიშვნელობა აქვს ჯიშს და წარმომავლობას?!
18. სათამაშოები შინაური ცხოველებისთვის
ძაღლისა და კატისთვის სულერთია თუ რა ნივთით ითამაშებენ, მათი საყვარელი თამაშები დაკავშირებულია პატრონთან ან სხვა ცხოველთან.
თუ გადაწყვიტეთ მინიმალიზმის გზაზე დადგომა, ეს სტატია გამოგადგებათ! გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!