მთავარი ინსპირაცია 11 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად ვაკეთებთ

11 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად ვაკეთებთ

by Keti

ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რასაც მეტისმეტად ბევრ დროს ვუთმობთ, ამავე დროს კი ეს ჩვენს ნერვებზეც მოქმედებს. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი მეთოდებიც, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 11 მეთოდს იმისათვის, რომ ყოველდღიური ჩვევები გავიმარტივოთ.

1. კოკაკოლის საწრუპვით დალევა

გაიკეთეთ ქილის ნახვრეტში საწრუპი მილი და კოლას გაზი აღარ ამოვა ნახვრეტის ზედაპირზე.

2. კვერცხის იდეალურად შეწვა

იდეალურად მრგვალი კვერცხის შესაწვავად უბრალოდ დაგჭირდებათ დიდი ხახვის რგოლი, რომელსაც დადებთ ტაფაზე და შიგნით ჩაასხამთ შესაწვავ კვერცხს.

3. მავთულების შეერთება

გაწელვისას ელექტრო მავთულები ერთმანეთს რომ არ დაშორდეს, გადააბით ისინი სადენით.

4. ნივრის გარჩევა

ჩადეთ მთელი ნიორი ქილაში და კარგად აანჯღრიეთ.

5. მანიკიურის გაკეთება

მიჰყევით ზემო დიაგრამაზე მოცემულ ნაბიჯებს.

6. სასმელის სწრაფად გაციება

შემოახვიეთ სასმელის ჭურჭელს ქაღალდი და შედგით მაცივარში. 15 წუთში უკვე გაცივდება.

7. ფეხსაცმლის თასმების შეკვრა

ასე შეკვრის შემდეგ თასმები აღარ გაიხსნება, ნუ, ცხადია, თუ თავად არ გადაწყვეტთ გახსნას.

8. ნაყინის სენდვიჩის გაკეთება

მოჭერით ნაყინი რგოლის ფორმით, დაადეთ ორცხობილას და ზემოდან დაადეთ მეორე ორცხობილა. მზად არის!

9. პლასტმასის შეფუთვის გახსნა

ამ შესაფუთის გახსნა ხშირად მაკრატლითაც კი რთულია. ამიტომ გამოიყენეთ კონსერვის სახსნელი.

10. მაისურის პროფესიონალურად დაკეცვა

უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას ზემო ვიდეოში. ეს მარტივი და სწრაფი მეთოდია.

11. ბიდე vs ტუალეტის ქაღალდი

ბიდე არის სანიტარული მოწყობილობა წელს ქვემოთა ტერიტორიის დასაბანად. ეს ბევრად უფრო ჰიგიენურია ტუალეტის ქაღალდთან შედარებით, თან ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, მით უმეტეს, თუ ადამიანს ცოტა ხნის წინ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ან თუ ქალი ახალი ნამშობიარებია.

თქვენთვის ჩამოთვლილთაგან რომელიმე მეთოდი ხომ არ იყო ნაცნობი? მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!