მთავარი რჩევები რაში გამოვიყენოთ ჭრილები ზეთის ბოთლის თავსახურში?

რაში გამოვიყენოთ ჭრილები ზეთის ბოთლის თავსახურში?

by Keti

მზესუმზირის, სიმინდისა თუ ზეითუნის ზეთს აერთიანებს ერთი პატარა დეტალი – ეს არის ბოთლის საცობზე არსებული ამონაჭრები. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მისი მთავარი დანიშნულება არის ზეთის ნელი ტემპით გადმოცლა, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

რისთვის არის საჭირო ზეთის ბოთლებში არსებული ამონაჭრები

ბოთლის სახურავების ასეთი სტრუქტურის გამო ზეთი ნამდვილად ნელა გადმოედინება, თუმცა თუ ჭარბი რაოდენობის უკან ჩასხმა მოგვინდება, ეს პროცესი საკმაოდ გართულდება. მაშ რაშია საქმე?

აღმოჩნდა, რომ ეს არის დოზატორის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც იდგმევა ამ ნაჭდევებში. ეს ხდება ძალიან მარტივად და მისი შეძენა შეიძლება სამზარეულოს ტექნიკის ნებისმიერ მაღაზიაში.

ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ, რომ ზუსტად განსაზღვროთ ზეთის რაოდენობა. გარდა ამისა, შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ ცხიმის ჩამონადენი ბოთლის კედლებზე.

ზოგიერთი დიასახლისი ბოთლზე აცმევს გადაჭრილ წინდას, რათა მან შეიწოვოს ზეთის ნარჩენები. ზოგი კი სპეციალურ ზედადგარზე დგამს მას ან იყენებს თმის ფართო რეზინებს. სხვები კი უბრალოდ ყიდულობენ დოზატორს, რომელიც ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ.

როგორც ამბობენ, სწავლა სიბერემდეო. ეს სპეციალური მოწყობილობა განსაკუთრებით მოსახერხებელია სალათების შესანელებლად ან ზეთიანი კოვზის რაოდენობის დასათვლელად (მაგალითად, ცომში ჩამატების დროს). ასე რომ, შეგიძლიათ ზეთის ძვირადღირებული სპრეი არ შეიძინოთ და შემოიფარგლოთ დოზატორის ყიდვით.

თქვენ თუ გამოგიყენებიათ ეს ხელსაწყო? როგორი კომფორტულია თქვენთვის? მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!