მთავარი რჩევები 7 გენიალური მეთოდი ნებისმიერი კამათის მყისიერი დასრულებისთვის

7 გენიალური მეთოდი ნებისმიერი კამათის მყისიერი დასრულებისთვის

by Keti

ყველა წყვილი კამათობს და ეს ნორმალურია. თუმცა თუ კონფლიქტი გრძელდება, ეს ხშირად იწვევს სამწუხარო შედეგებს.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ კონფლიქტების მოსპობის 7 საშუალებას, რასაც არც ერთი საუბრის დროს არ ინანებთ.

7. ნუ გააკრიტიკებთ ადამიანს

ახლო ადამიანის პიროვნების კრიტიკა მხოლოდ გაართულებს სიტუაციას, მით უმეტეს, თუ ამას განზრახ აკეთებთ. არ შეურაცხყოთ თქვენი პარტნიორი, თუმცა აუცილებლად დაელაპარაკეთ იმ პრობლემაზე, რაც გაბრაზებთ.

6. არ უგულებელყოთ ემოციები

ისაუბრეთ თქვენს ემოციებზე და მიიტანეთ ეს შეგრძნებები პარტნიორამდე ისე, რომ არ დაადანაშაულოთ ის.

5. აი იფიქროთ, რომ თქვენთვის ყველაზე უარესი ფიქრები რეალურია

არ იფიქროთ, რომ პარტნიორი გღალატობთ, როცა შორს არის თქვენგან. ეს ახალ დაძაბულობას გამოიწვევს. ცივილურად გაარკვიეთ თქვენი პარტნიორის ქცევების მოტივები.

4. არ უყუროთ პარტნიორს ზემოდან

არ ეუფროსოთ პარტნიორს, ეს მათ აგრძნობინებს, რომ თქვენთვის საკმარისები არ არიან. შესთავაზეთ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება პრობლემის გადასაჭრელად.

3. არ ეძებოთ დამნაშავე

არ აქვს აზრი იმის გარჩევას, თუ ვინ არის დამნაშავე. რაღაც კონკრეტული უკვე მოხდა და ახლა უმჯობესია ერთად გაარკვიოთ, რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი.

2. არ გაიხსენოთ ძველი გაუგებრობები

ძველი ჩხუბისა და კამათების გახსენება არ გამოასწორებს წარსულის სიტუაციას და თან ხელს შეუწყობს ახალი ჩხუბის დაწყებას. განიხილეთ რა გაწუხებთ ახლა და როცა საკითხი მოგვარდება, ნუღარ მიუბრუნდებით ამას.

1. გახსოვდეთ, რომ სხვა მხრიდანაც შეხედოთ სიტუაციას

იმის დავიწყება, რომ ურთიერთობაში ორი ადამიანი მონაწილეობს, იწვევს აგრესიას. ამას ჯობს იყოთ მოქნილი: როცა ორივე თქვენგანის შეხედულებას გაიაზრებთ, ზედაპირზე ძლიერი არგუმენტები ამოვა და ორივე მხარე მოგებული დარჩება.

თქვენც ხომ არ გაქვთ რაიმე სტრატეგია კამათის სწრაფად დასასრულებლად? მოგვიყევით კომენტარებში!

სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!