20 წლის წინ დავიწყე თაფლის ორცხობილების ცხობა. მას შემდეგ სულ ვაცხობ. ეს ორცხობილები არ იფშხვნება, პირიქით, ის რბილი და ნაზია. იდეალურია პატარებისთვის და ბავშვებისთვის, რომლებიც კბილებს იცვლიან.
თაფლის ორცხობილები
ჩვენ გეტყვით, როგორ მოამზადოთ რბილი თაფლიანი ორცხობილა. ისეთი გემრიელია, რომ უფრო სწრაფად იჭმევა, ვიდრე მზადდება.
ინგრედიენტები
300 გრამი ფქვილი
ორი სუფრის კოვზი თაფლი
150 გრამი შაქრის პუდრა
ორი კვერცხი
ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი
ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი
ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
მწიკვი მარილი
მომზადება
1. გაადნეთ თაფლი წყლის ორთქლზე, დაამატეთ შაქრის პუდრა, სანელებელი, კვერცხი და სოდა.
2. მოზილეთ რბილი ცომი და თანდათან დაამატეთ ხოლმე ფქვილი. არაუშავს თუკი ცომი ოდნავ წებოვანი გამოვა.
3. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი და წაუსვით მას ზეთი. დაისველეთ ხელები წყლით და ცომისგან გააკეთეთ ბურთები. დაალაგეთ ისინი საცხობზე და ოდნავ დააჭირეთ ზემოდან.
4. ორცხობილა კარგად იზრდება ზომაში, ამიტომ ცომები არ დაალაგოთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს.
5. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 20-30 წუთით, ოქროსფერ-ყავისფერ შეფერილობამდე.
6. ბოლომდე გააციეთ და ჩაალაგეთ მშრალ ჭურჭელში, რომელიც ჰერმეტულად იხურება. გემრიელად მიირთვით!
ორცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი. რატომ უნდა წახვიდეთ მარკეტში და იყიდოთ საეჭვო ტკბილეული, როცა შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ არომატული ორცხობილა, თანაც მოკლე დროში.
აუცილებლად მოამზადეთ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის ეს მადისაღმძვრელი დესერტი!