მთავარი რჩევები როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი? – გთავაზობთ 2 ნიმუშს
samotivacio werili

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი? – გთავაზობთ 2 ნიმუშს

by Keti

ბევრი დასაქმების ადგილი, უნივერსიტეტი, თუ კომპანია არ ითხოვს მხოლოდ CV-ს, მათ ცოტა მეტი სჭირდებათ. ის, რაზეც სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას და გიწევს კურსი გაიარო მის სასწავლებლად ან თვითგანათლებას მიმართო – ეს სამოტივაციო წერილია.

სამოტივაციო წერილი პერსონალური ტიპის განცხადებაა, თვითწარმოჩენის წერილი, სადაც წერ საკუთარ წარსულზე, ამბიციებზე, პიროვნებაზე და შენს ინტერესებზე. CV და მისი მსგავსი ფორმები, ზოგჯერ, მოსაწყენია და მშრალი, სამოტივაციო წერილი კი – შედარებით რთული დასაწერი. ეს რეცეპტია, რითაც მომავალში კარიერულ გზას გაიკვალავ.

სირთულის გარდა მთავარი საკითხი სამუშაო ბაზარია – როცა სწავლას დაამთავრებ, პოტენციურ დამსაქმებელს სამოტივაციო წერილი უნდა დაუწერო. ეს არაჩვეულებრივი პრაქტიკაა და ჩვენ სწორედ მისი ტექნიკები მოგიმზადეთ, სადაც არ გამოჩნდებით არც ამპარტავანი, არც გამოუცდელი.

სამოტივაციო წერილის მთავარი წესები

აღნიშნე ძირითადი: ამ წერილის მთავარი ფუნქცია დამქირავებელი ჯგუფის დარწმუნებაა. უნდა იცოდეთ, რომ ძირითად სათქმელს ამბობთ – დაწერეთ პირდაპირ, თუკი გსურთ სამსახური ან უნივერსიტეტის მიწვევა. მნიშვნელოვანია, წერის სტილიც – თუ ბევრ გრამატიკულ შეცდომას უშვებთ, ან სტილისტური ხარვეზები გაქვთ, ამას უნივერსიტეტი სერიოზულად არ ჩათვლის. ყოველთვის გადახედეთ ნიმუშებს, რომლებიც პერიოდულად განახლდება ხოლმე.

ხაზი გაუსვი პერსონალობას: უნფა აღინიშნოს თქვენი განსაკუთრებულობა, გაუსვით ხაზი თქვენს მთავარ პიროვნულ უნარებს, მაგალითად, მონდომებას, შრომისუნარიანობას, გამოცდილების შეძენის სურვილს და ა.შ.

აჩვენე, არ თქვა: ეს გულისხმობს იმას, რომ ირიბადაც გაუსვათ ხაზი თქვენს წარმატებებს. მაგალითად ,,მე კარგი ლიდერი ვარ” უფრო სუსტად ჟღერს, ვიდრე ,,მე სტუდენტთა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი მთამსვლელთა ხანგრძლივ ექსპედიციაში, სადაც წარმატებით….”. იყავით მკაფიო, წერეთ გარკვევით, ასევე არ გაიმეოროთ ერთხელ უკვე ნათქვამი ფაქტები.

ჩაატარე კვლევა: აკადემიურ დაწესებულებებში და დასაქმების ადგილებში ბევრი აქვთ სათქმელი თავიანთ ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ხედვებზე. თქვენ რას გამოარჩევდით მათგან? საჭიროა წერილში აღნიშნოთ, რას ელით უნივერსიტეტის/დასაქმების ადგილისგან, რატომ მოგწონთ ის და რას გამოარჩევდით მისი მოღვაწეობიდან. ამისთვის წინასწარ გამოიკვლიეთ კონკრეტული დაწესებულება.

იყავი კონკრეტული: ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ აპლიკანტები გარკვევით ვერ ხსნიან, რატომ სურთ ამა თუ იმ ადგილზე დასაქმება. გახსოვდეთ, უნდა ახსნათ თქვენი არჩევანი ბოლომდე. მხოლოდ ის არ თქვათ, რატომ გინტერესებთ ესა თუ ის სფერო, არამედ ისიც, თუ რატომ გსურთ კონკრეტულ ადგილას დასაქმება ან სწავლა. თუ ამ კითხვას ჯერ ვერ პასუხობთ, კვლავ შეამოწმეთ დასაქმების ადგილის/უნივერსიტეტის ვებსაიტი.

დაწერეთ ისტორია: ხალხს უყვარს ამბები, სათავგადასავლო იქნება ეს თუ უბრალოდ სასიამოვნოდ მოსასმენი. გაიხსენეთ რაიმე მოკლე ამბავი, რაც თქვენს გამოცდილებას ეხება, 2-3 წინადადება სრულიად საკმარისია.

იყავი საინტერესო: ეს უპირობოდ ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებაა სამოტივაციო წერილში – უნდა მოერგოთ მკითხველის ინტერესს. თუ მოსაწყენად წერთ, სათუოა, რომ დადებითი გამოხმაურება მიიღოთ. თქვენი ინტერესები უნდა ემთხვეოდეს თქვენს პიროვნულობას და თქვენს მოტივაციებს. არ გინდათ, წარსული გამოცდილების დეტალურად აღწერა, ამას ყველა დაწერს. არ მიბაძოთ სხვას, იყავით უნიკალური. თუ გიყვართ ფოკუსების კეთება, დაწერეთ ეს, ისაუბრეთ ემოციებზე. გაიხსენეთ ყველაზე ახლო წარსულში მომხდარი მოგონება. ეს ყველაფერი საქმიან კონტექსტში მოაქციეთ.

არაჩვეულებრივი შანსია, მოხვდე წარმატებულ უნივესიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე ან დასაქმდე საინტერესო ადგილას. გთავაზობთ სამოტივაციო წერილის ნიმუშებს, რომლებიც უნივერსიტეტის მისამართითაა დაწერილი. მისი გადაკეთება და თქვენზე მორგება მარტივად შესაძლებელია.

მაგალითი 1: სამოტივაციო წერილი მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოპოვებაზე

ძვირფასო ბატონო (სახელი)

ჩემი სახელია (სახელი) და ცოტა ხნის წინ მე ვმუშაობდი (სამუშაოს სახელი) (კომპანიის სახელი). მე ვფლობ ბაკალავრის ხარისხს (უნივერსიტეტის სახელი)

(უნივერსიტეტში )(საგნის) საბაკალავრო პროგრამამ, (სფეროს) მრავალფეროვანი მხარე გამაცნო. სხვადასხვა კურსებმა (ჩამოთვალეთ კურსები) მიბიძგა შემესწავლა კონკრეტული მეცნიერება (სამაგისტრო სფერო). ყველა სხვა ვარიანტს შორის, ეს სფერო ვარჩიე.

ძალიან მსურს, რომ შევისწავლო ახალი ტექნოლოგიები. მონდომებული ვარ, რომ მაგისტრის ხარისხი სწორედ (უნივერსიტეტის სახელი) თქვენთან მივიღო, რადგან გავერკვე სხვადასხვა საგნის კონცეფციაში, რაც რეალურ ცხოვრებაში გამომადგება. კარგი რეპუტაციის მქონე მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემა, ფაკულტეტის წარმატებული წევრები და კვლევების სანდოობა არის ის ფაქტორები, რამაც თქვენს უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გამიჩინა.

გარდა ამისა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, დიდი ნაბიჯი გადავდგა ამ მიმართულებით და თქვენი განათლება შანსს მომცემს – ერთ დღეს ისტორიაში შევიდე, როგორც ინოვატორი. ვფიქრობ, ადამიანების მოვალეობაა ერთმანეთს უკეთესი მომავლის შექმნაში დავეხმაროთ, რადგანაც მიომავალი მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. მომავალი თაობა ჩვენით უნდა ამაყობდეს, როცა წარსულს გადახედავენ და დაინახავენ, როგორ ვცდილობდით სამყარო უკეთესი გაგვეხადა. მჯერა, ჩემი კვალიფიკაცია და თქვენი საჭიროებები იდეალურად მოერგება ერთმანეთს. ბედნიერი ვიქნები, თუკი თქვენთან სხვა საინფორმაციო დოკუმენტების წარდგენაც დამჭირდება. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პასუხი დადებითი იქნება. გმადლობთ დათმობილი დროისა და კანდიდატურის განხილვისთვის.

კეთილი სურვილებით,

(თქვენი სახელი)

მაგალითი 2: სამოტივაციო წერილი ხელოვნების მაგისტრის ხარისხის მოპოვებაზე

ძვირფასო პროფესორო (სახელი)

გწერთ, რომ ჩემი ინტერესის შესახებ შეგატყობინოთ (იწერება ფაკულტეტი და უნივერსიტეტი)

ცოტა ხნის წინ ხელოვნების ისტორიის ბაკალავრის ხარისხი მოვიპოვე (უნივერსიტეტის სახელი), ჩემი GPA 3,82 იყო (მაქსიმალური რიცხვი)-დან. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 3 თვე ლონდონის ეროვნულ გალერეაში პრაქტიკას გავდიოდი, შემდეგ ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვიყავი 6 თვით.

ჩემი სწავლისა და პრაქტიკული თვეების განმავლობაში, ძალიან დავინტერესდი იტალიური ხელოვნებითა და XVII საუკუნის ხელოვნებით. ეროვნულ გალერეაში, პროფესორი (სახელი)-ის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობის პერიოდში,მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებს (საგანი) და მსურს მაგისტრის ხარისხის მოპოვება (უნივერსიტეტის სახელი)-ში, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა ცოდნის გაძლიერებისთვის.

მივიღე რა განათლება და გამოცდილება (უნივესიტეტის სახელი)-ში, ეროვნულ გალერეასა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა (სასურველი უნივერსიტეტის სახელი)-ში იდეალურად ერგება ჩემს ინტერესებს. მე მოვიძიე პროგრამის შესახებ და ვნახე, რომ საკურსო ნამუშევარი და კვლევითი პროფილი ერთმანეთის შესაბამისია. მე ფაქტობრივად, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ (უნივერსიტეტის) ბიბლიოთეკის მოცულობით, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მსურს მისი დეტალურად გაცნობა.

თუ დამატებითი შეკითხვები გექნებათ, გთხოვთ, მომმართოთ.

კეთილი სურვილებით,

(თქვენი სახელი)

იცით, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი 5-7 სამაგისტრო პროგრამაზე აგზავნის წერილს? ამის მიზეზი მარტივია: რაც მეტი პროგრამით დაინტერესდები, საბოლოოს მეტი არჩევანი გექნება.