მთავარი რჩევები “თუ თქვენი ქორწინებაც ჩემსავით საფრთხის წინაშე არის ხვრინვის გამო, გირჩევთ ამ ინფორმაციას გაეცნოთ!”

“თუ თქვენი ქორწინებაც ჩემსავით საფრთხის წინაშე არის ხვრინვის გამო, გირჩევთ ამ ინფორმაციას გაეცნოთ!”

by guramus

სიყვარული ყველაფერს ძლევს – ანგრევს ბარიერებს, შეუძლია გადადგას მთები, კვეთს ოკიანეებს და ცვლის ადამიანების ცხოვრებას… ბუნებაში არ არსებობს პრობლემა, რომელსაც სიყვარული ვერ დაძლევს…

გარდა ხვრინვისა. ხვრინვა მესამე ადგილზეა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში განქორწინების რეიტინგში.

გთავაზობთ რამდენიმე გზას, თუ როგორ განვთავისუფლდეთ ხვრინვისგან:

1. გვერდზე ძილი

როდესაც ზურგზე გძინავთ, ენა და სხვა რბილი ქსოვილები კეტავენ სასას, რის გამოც რთულდება სუნთქვა და გამოიცემა შემაწუხებელი ხმა. თუ გვერდზე დაიძინებთ, სასა აღარ ჩაიკეტება და შესაბამისად ხვრინვასაც არ დაიწყებთ.

2. დაიკელით წონაში

ამ შემთხვევაშიც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. ჭარბი წონა ხელს უშლის ფილტვებს და აძნელებს სუნთქვას, რაც თვის მხრივ იწვევს ხვრინვას.

3. კარგად გამოისუფთავეთ ცხვირი დაძინებამდე

ხვრინვა ხშირად ძილის დროს პირით სუნთქვის ბრალია. თუ თქვენი ცხვირი სუფთა იქნება და თავისუფლად ისუნთქებთ, აღარ დაგჭირდება პირის დახმარება და შესაბამისად აღარც გამოსცემთ შემაწუხებელ ხმას.

4. მოაგვარეთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც სასუნთქ გზებთან დაკავშირებთ გაქვთ

ეს შეიძლება იყოს ძგიდები ან სხვა პრობლემები, რომლებიც სუნთქვას გირთულებთ ძილის დროს და გაიძლებთ იხვრინოთ.

5.დაიხშეთ ყურები

თუ თქვენი პარტნიორი არაა მივიდეს ექიმთან და დაადგინოს ხვრინვის მიზეზი, მაშინ დაგჭირდებათ ყურის დასაცავი ბალიშების გამოყენება. თუმცა მათი ყოველდღიური გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

6. ბუნებრივი საშუალებები

არსებობს ძალიან ბევრი ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას. მაგალითად ჭინჭარი.

ერთ ფინჯან ჭინჭრის გამხმარ ფოთოლს დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი და დატოვეთ 10-15 წუთი. მიიღეთ ნაყენი ძილის წინ.