National Geographic-მა 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ. კადრები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ადამიანებს და ბუნებას შთამბეჭდავად ასახავს, გულში ღრმად ჩამწვდომი და საოცრად ესთეტიკურია.
მთავარი პრიზი – $7,500 გადაეცა ვეიმინ ჩუს ფოტოსთვის “ზამთარი გრენლანდიაში” (კატეგორია ქალაქები). ეს არის სათევზაო სოფელი პატარა ფერადი სახლებით, რომელიც მუდამ თოვლსა და ნისლშია ჩაძირული. “იქ საოცარ ჰარმონიას ვგრძნობდი. მთელი მიწის ზედაპირი თეთრადაა დაფარული, ლურჯი ფერები კი ყველაფერს შთამბეჭდავს ხდის. სინათლეები ფანჯრებიდან, ქუჩის განათება და ბედნიერი ოჯახი – აი რა ათბობს გულს!”
მეორე ფავორიტი ჰუაიფენგ ლის “Showtime” გახდა, რომელმაც “ადამიანების” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს საოცრად ატმოსფერული კადრი ჩინეთში საოპერო წარმოდგენისთვის მსახიობების მომზადების პროცესს ასახავს.
ბუნების კატეგორიაში პირველი ადგილი თამარა ბლასკეზ ჰაიკმა მოიპოვა ფოტოსთვის “ნაზი თვალები” – იდეალურად შეჩერებული მომენტი ეროვნულ პარკში.
აი დანარჩენებიც:
“ბუნება”, მეორე ადგილი
დენი სეპკოვსკი
“ბუნება”
მესამე ადგილი
სკოტ პორტელი
განსაკუთრებული აღნიშვნა “ბუნება”
ჯონას შაფერი
“ადამიანები”
მეორე ადგილი
იოშიკი ფუჯივარა
“ადამიანები”
მესამე ადგილი
ხოსე ანტონიო ზამორა
განსაკუთრებული აღნიშვნა “ადამიანები”
ნავინ ვათსა
“ქალაქები”
მეორე ადგილი
ხასენ თოდოროვი
“ქალაქები”
მესამე ადგილი
სანდიფანი ჩათოფადიაი