მთავარი რჩევები 6 ყოველდღიური მავნე ჩვევა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ორგანიზმს

6 ყოველდღიური მავნე ჩვევა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ორგანიზმს

by guramus

რჯულზე უმტკიცესი ჩვეულების მოშორება ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ჩვეულება მავნეა ჩვენთვის. ადამიანის ფსიქოლოგია ხომ ყველაფერ ცუდს ადვილად ითვისებს და ძნელად ივიწყებს. მოცემულ სტატიაში ჯენიუსი გთავაზობთ 6 ყველაზე მავნე ჩვევას, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაივიწყოთ.

 1. ცემინების შეკავება

ცემინება ორგანიზმის დამცავი ფუნქციაა. მისი შეკავება ძალიან ცუდ შედეგს იწვევს. კერძოდ, ცემინების შეკავების დროს იზრდება ინტრაკრანიალური წნევა, ირღვევა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა, იკუმშება სისხლძარღვები და ზიანდება ნერვული ქსოვილები.

 2. სუნამოს გამოყენება

იცით რისგან მზადდება თქვენი საყვარელი სუნამო? რა თქმა უნდა, არა. მწარმოებელი ათასგვარ ქიმიურ საშუალებას იყენებს, რათა სუნამო ეფექტური იყოს და დიდხანს არ დაკარგოს სურნელი. რა თქმა უნდა, ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის. სუნამოს ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავბრუსხვევა, თვალების და კანის გაღიზიანება.

 3. პლასტმასის კონტეინერის მოხმარება

პლასტმასი ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის. მისგან დამზადებულ კონტეინერებს დამატებული აქვთ ფტალატი და ბისფენოლი, რათა უფრო დრეკადი იყოს. საჭმლის მასში მოთავსებისას, საკვები შეიწოვს ამ ნივთიერებებს, რაც შემდეგ ენდოკინოლოგიურ დარღვევებს იწვევს.

 4. კბილების გახეხვა ჭამის დასრულებისთანავე

გირჩევთ კბილები ჭამის დასრულებიდან 1 საათში გაიხეხოთ, რადგან კბილმა მოასწროს მასზე მოხვედრილი მჟავა და ტუტე ნივთიერებების ბუნებრივი მოცილება. თუ კბილის ჯაგრისს გამოიყენებთ, კბილის მინანქარს დააზიანებთ.

 5. ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება

დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ არ გამოვიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი ძალიან ხშირად. მიზეზი კანზე არსებული სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან სხვადასხვა პროცესებში. მათი მოცილებით კი სხეულს ხელს შეუშლით.

 6. ვიწრო ტანსაცმელი

ნუ აყვებით მოდას ჯანმრთელობის ხარჯზე. ვიწრო ტანსაცმელი აზიანებს კანის ზედაპირს, ნერვულ დაბოლოებებს და ირღვევა ჟანგბადის მიმოქცევა ორგანიზმში.