გაფრთხილებთ, არ შეცვალოთ დიეტის შემადგენელი პროდუქტები თქვენი შეხედულებით. ზედმიწევნით ზუსტად დაიცავით მოთხოვნები და შედეგი ძალიან კარგი იქნება.
დიეტის შედეგი თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება იქნება. რაციონი დაბალკალორიულია (ზოგიერთ დღეს კალორიების მოხმარება 700-მდეც კი მცირდება) და ღარიბია ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმს აიძულებს, ცხიმოვანი მარაგი დაწვას. რაციონიდან ამოიღეთ მარილი, ფქვილის ყოველგვარი ნაწარმი, სპირტიანი სასმელები, შაქარი. ყავა უშაქროდ მიირთვით. წყლის ნაცვლად სვით მინერალური წყალი.
I დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი
II დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით
ვახშამი – 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი
III დღე
საუზმე – შავი ყავა და 1 ცალი ორცხობილა
სადილი – ზეთში შემწვარი 1 ცალი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით
IV დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, მცენარეული ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი – ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)
V დღე
საუზმე – 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)
VI დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა გახეხილი სტაფილო
VII დღე
საუზმე – ჩაი
სადილი – 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი (მაგალითად, რომელიმე ციტრუსი)
ვახშამი – ნებისმიერი დღის ვახშამი, გარდა მესამესი (შეიძლება 100 გ მოხარშული კიბორჩხალა)
VIII დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა სტაფილო
IX დღე
საუზმე – 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი – შემწვარი ან მოხაშული მოზრდილი თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ხილი
X დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 1 ცალი თოხლო კვერცხი, ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი – ხილი
XI დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – 1 ცალი ზეთში შემწვარი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი ზეთით
XII დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – 1 ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, 1 ულუფა ბოსტნეულის სალათი, 1 ულუფა ზეთით შეზავებული კომბოსტო
ვახშამი – 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა მაწონი
XIII დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული მოხარშული კომბოსტოს სალათი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – შემწვარი ან მოხარშული თევზი