მთავარი ადამიანები ფოტოგრაფმა ბანგლადეშელი ბავშვების განათლება დააფინანსა, რათა ისინი მძიმე შრომისგან ეხსნა. ნახეთ შედეგები ფოტოებში

ფოტოგრაფმა ბანგლადეშელი ბავშვების განათლება დააფინანსა, რათა ისინი მძიმე შრომისგან ეხსნა. ნახეთ შედეგები ფოტოებში

by Keti

სკოლაში სიარული ბავშვის ნორმალური ცხოვრების ნაწილია, ეს მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში ასეა, თუმცა არა ბანგლადეშში. იქ დაახლოებით 4 მილიონამდე ბავშვს დროზე ადრე გაზრდა უწევს და შემდეგ იძულებულები არიან იმუშაონ, რათა ადრეული ასაკიდან დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს. მათი ჯანმრთელობა ხშირად რისკის ქვეშ არის მეტისმეტი მუშაობისა და ექსპლუატაციის შედეგად, და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებს უწევთ გამოტოვონ ის მნიშვნელოვანი ეტაპები, რაც მათ ნათელ მომავალს უქადის, ისინი კარგავენ უფლებას – იყვნენ ბავშვები.

დაჯილდოვებული ფოტოჟურნალისტი ჯი ემ ბი აკაში, რომელიც ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ცხოვრობს, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იბრძვის და ცდილობს თავის მშობლიურ ქალაქში მცხოვრები ადამიანების ხმა წინა პლანზე წამოწიოს. ფოტოგრაფი 15 წელია ბავშვთა შრომის წინააღმდეგ მუშაობს და პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდ ცვლილებებს ახორციელებს. ჯი ემ ბი აკაში თავისი ფულით ცდილობს ბავშვები ამ სასტიკი რუტინისგან იხსნას და მათ სკოლაში სწავლა დააწყებინოს. ფოტოგრაფის მისია ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებაა და ამაზე თავად იღებს ფინანსურ პასუხისმგებლობას. ის ფაქტობრივად მთელ თავის შემოსავალს ამაში დებს და თავისთვის მინიმალურს იტოვებს.

ჩვენ დღეს გთავაზობთ ამ საოცარი ადამიანის გულისგამთბობ სურათებს. თქვენ ამ 19 ფოტოში იხილავთ, როგორ შეიცვალა ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ.

1.

2. 

3. 

4. 

5. 

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

19.

მართლაც რა საოცარია ასეთი ადამიანების არსებობა, არა? სწორედ ისინი ანათებენ სამყაროს და ადამიანებს ცხოვრების ხალისს ჩუქნიან.

გაუზიარეთ ეს თბილი ფოტოები თქვენს მეგობრებსაც!