მთავარი რჩევები ამ რეცეპტის საშუალებით პირის ღრუდან გავიქრე პარაზიტები და უსიამოვნო სუნიც გამიქრა

ამ რეცეპტის საშუალებით პირის ღრუდან გავიქრე პარაზიტები და უსიამოვნო სუნიც გამიქრა

by guramus

თუმცა უმეტეს შემთხვევაში ენაზე არსებული ბაქტერიებია, რომლებიც მის უკანა ნაწილში მდებარეობენ. მათ შორისაა გრამ-უარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომელიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს.

უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად დაგჭირდებათ კბილების მინიმუმ დღეში 2-ჯერ გახეხვა. ჯაგრისი წრიულად ამოძრავეთ და ამავე დროს გაიწმინდეთ ენა სპეციალური საწმენდით. ასევე კარგი იქნება თუ გამოიყენებთ მენთოლის შემცველ საღეჭ რეზინს. მისი დახმარებით მოგცილდებათ საკვების ნარჩენები და შემცირდება უსიამოვნო სუნის გაჩენის რისკი.

ასევე გამოივლეთ პირის ღრუში მცენარეული- ევკალიპტის, გვირილის და სხვათას სავლებები. სუნის დასახშობად ასევე ეფექტურია ვაშლის, სტაფილოს და ახალ დაყენებული მაგარი ჩაის, ოხრახუშის, ტარხუნის მირთმევა.

თუკი პირის ღრუში ყველაფერი წესრიგშია და სუნი მაინც არის, თერაპევტთან ვიზიტის დროა. დიაგნოსტიკით გაირკვევა ჰალითოზის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი და დაინიშნება მკურნალობა. ჰალითოზი არაა დაუძლეველი პრობლემა, მისი შენიღბვა სხვადასხვა არომატული საშუალებებით კი არაა გამოსავალი. მთავარია მოიძებნოს მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.