მთავარი კულინარია სალათი “საახალწლო”: ყოველთვის მალე თავდება ისე მოგვწონს, ამიტომ ორ პორციას ვამზადებ ხოლმე.

სალათი “საახალწლო”: ყოველთვის მალე თავდება ისე მოგვწონს, ამიტომ ორ პორციას ვამზადებ ხოლმე.

by Keti

სადღესასწაულო სუფრის საუკეთესო ატრიბუტი არის გემრიელი და უჩვეულო სალათა. ჩვენ ყველას გვიყვარს წვნიანი და ნაზი, მრავალშრიანი სალათები, განსაკუთრებით მოგვწონს გემრიელი სალათა ქათმითა და სოკოთი. ის ოლივიეზე უფრო გემრიელია.

სალათა ქათმითა და დამარინადებული სოკოთი

ინგრედიენტები:

სამასი გრამი ქათმის ხორცი

სამასი გრამი დამარინადებული შამპინიონი

ორას ორმოცდაათი გრამი კარტოფილი

ოცდაათი გრამი მაგარი ყველი

ასი გრამი მაიონეზი

ხუთი კვერცხი

ერთი კონა მწვანე ხახვი

ერთი კონა კამა

მარილი – გემოვნებით

რომელიმე კენკრა ან ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

1. ქათმის ხორცი მოხარშეთ და დაჭერით პატარა კუბებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარკლები ან ფილე.

2. კვერცხი და კარტოფილი მოხარშეთ, შემდეგ კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე. ცილა და გული გაყავით და ცალ-ცალკე გახეხეთ წვრილ სახეხზე. ხახვი დაჭერით წვრილად, სოკო – კუბებად.

3. დაიწყეთ სალათის აწყობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ დამჭერი რგოლი, თუ არ გაქვთ, მაშინ ჩვეულებრივი სასალათე. პირველ ფენად კარტოფილი დააწყეთ, გაასწორეთ, დატკეპნეთ, მოაყარეთ მარილი, ზემოდან მაიონეზის ბადე გაუკეთეთ.

4. შემდეგი ფენა არის მწვანე ხახვი, შემდეგი – სოკო, ზემოდან კვლავ მაიონეზის ბადე.

5. ამას მოსდევს კვერცხის გული. შემდეგი ფენა ხორცია. კარგად გაასწორეთ და გააბრტყელეთ. წაუსვით მაიონეზი. ზემოდან დააწყვეთ ცილა და გახეხილი ყველი. სალათა მაცივარში შედგით ერთი ან ორი საათით.

6. გამოიღეთ სალათა მაცივრიდან, მოხსენით რგოლი და მორთეთ კამის ღეროებით, ასევე ბროწეულის ან კენკრის მარცვლებით. შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან.

გარდა იმისა, რომ სალათა გამოდის ძალიან წვნიანი და ნაზი, ის ასევე ადვილად იჭრება, არ იშლება და არ იფანტება. ძალიან გემრიელია! არასდროს არის საკმარისი და სჯობს, ორი პორცია გააკეთოთ.

საყვარელი სალათაა საახალწლო სუფრისთვის, გასინჯეთ, აუცილებლად მოგეწონებათ!