მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

არაბეთის სამეფო

განაგებს როსტევანი,რომელიც არის ღვთისგან დალოცვილი-სვიანი, ლაშქარმრავალი-ყმიანი-ვეფხისტყაოსანის იერარქიული წყობა დამყარებულია პატრონყმობაზე.ყმა არ გულისხმობს დაბალი წოდების ფენას.ყმა აერთიანებს მეფის გარდა ყველა დანარჩენს.მორჭმული ეპითეტით მეფის დახასიათებისას,პოეტი ხაზს უსვამს პირველი პირის ძლევამოსილებას. მეფეთათვის მთავარ თვისებას სამართლიანობას და მოწყალებას მიიჩნევს.არაბეთის მაგალითზე პოეტმა გვიჩვენა იდეალური ქვეყანა,სადაც არის  ჰარმონია მეფესა და მსახურებს შორის. ‘’გვერდსა დაისვა დაუწყო მათ ამო საუბარია’’.როსტევანის სამეფოში პრობლემას არც ქალის მეფედ დასმა წარმოადგენს.ამ საკითხს პრაგმატულად უდგებიან. აქ ვხედავთ ზრუნვას ერთი მეორეზე და პრობლემის მაშტაბურ გადაწყვეტას. ამაზე მეტყველებს როსტევანისა და ვეზირების საუბარი,როდესაც მეფეს ვეზირები პასუხობენ: ‘’შუქთა მისთაებრ პასუხად მზე მისად პასუხარია’’. ვეზირნი დარწმუნებულნი არიან,რომ თინათინი შეძლებს ქვეყნის მართვას. როსტევანი არ არის ასკეტიზმის მომხრე.ის ყოფიერების მომხრეა და ცდილობს რომ სამყაროთი ბოლომდე დატკბეს.მას კარგად ესმის ცხოვრებისეული ცვალებადობა-‘’იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა’’. მაგრამ შინაგანად მაინც განიცდის და ამბობს: ‘’რაღაა იგი ნათელი რასაცა ახლავს ბნელია’’-იგი აპროტესტებს  სიბერეს და ეშინია მისი.

ავთანდილი არის სპასპეტი,მას ყველაზე მეტად უხარია თინათინის გამეფება,რადგან ხშირად მოუწევს მისი ნახვა.როსტევანმა მოიწვია არაბები და ‘’ჯარი გამრავლდა ხასისა (დიდებულები)’’  ავთანდილის ეპითეტია პირიმზე,ასევე გვხვდება ვაზირი სოკრატი-მეფეთა დასთა დასისა-ჯარისკაცთა უფროსი. დადგეს ტახტი,რომელიც ფასდაუდებელია. თინათინის მთავარ თვისებად უნდა გამოვყოთ ის,რომ მამის დამჯერი იყო.მამის დარიგებას ყურადღებით ისმენდა და არ ბეზრდებოდა მისი მოსმენა. სამეფო აქსესუარები რაც გადასცა როსტევანმა არის სკიპტრა და მეფეთა სამოსელი. იგი ასევე იყო თავმდაბალი,რადგან თავს უღირსად მიიჩნევდა მამის ტახტზე ადგილის დასაკავებლად.როსტევანი წუხდა იმ ნაბიჯის გამო,რომელიც გადადგა თინათინის გამეფების სახით. ‘’ამისა თქნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა’’.როსტევანი გულს იმშვიდებს შემდეგი სიტყვებით ‘’ ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია’’. მეფე ქალიშვილს მოუწოდებს სიმდიდრის გაცემისკენ,იგი ასევე ურჩევს,რომ წყალობის გაცემის დროს,ყველას თანაბრად მისცეს და დიფერენცირება არ მოახდინოს.მაგალითად კი მოყავს მზე,რომელიც ვარდსაც და სარეველასაც სწორად მოეფინება.

თინათნის თვისებები-თავმდაბლობა,მორჩილება,შემეცნების მოყვარულობა,მოწყალება.

როსტევანმა მოიხმო მეჯინიბეთუხუცესი,ამილახვალი და სთხოვა ნაუფლისწულები მოეგვარათ მისთვის. თინათინმა პირადი საჭურჭლე გახსნა და გასცა უზომოდ. მიუხედავად იმისა,რომ როსტევანმა პრობლება არ შექმნა თინათინის გამეფებით,იგი მაინც იწყენს,გამომდინარე იქიდან,რომ ეჭვი ეპარება ქალის მეფედ დასმაში. ქალი ვერ გასწერს იმ საქმეებს,რაც კაცს შეუძლია.მეფის მოწყენის მიზეზიც ისაა,რომ არ მოეპოვება სწორუპოვარი მოასპარეზე,ვისაც ასწავლის სამამაცო ზნეებს.

ავთანდილი პირდაპირი და შეუვალია მეფესთან და მოწყენის მიზეზს თვითონ ხსნის. მისი მოწყენის მიზეზი არა საჭურჭლის დაცარიელება,არამედ სწორუპოვარი მოასპარეზის არარსებობაა. ავთანდილი პირდაპირ უცხადებს,რომ ის გაუწევს სწორუპოვარ მშვილდოსნობას,ნებართვას ჩამოართმევს,რომ ვინც წააგებს 3 დღე თავშიშველი უნდა იაროს.12 მონა აკვირდებოდა ასპარეზობას,შერმადინი კი ავთანდილს ადევნებდა თვალს.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე