ნადირობა
თვით საასპარეზო სცენაც არ ქმნის დაპირისპირების მუხტს ვეფხისტყაოსანში. ეს ასპარეზობაც კანონიერად ითვლება/ ‘’დილას ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი’’ ეს მიემართება ავთანდილს,რომელიც თავისი აღნაგობით მიემსგავსება შროშანს, ეხვია პირ-ოქრო-რიდე, შვენოდა ქარქაშოსანი,იგულისხმება ოქროს ზონარით რიდე,რომელიც ნაწარმოების გმირების აუცილებელი აქსესუარია. დაიწყო ასპარეზობა.’’ მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწვდომელი,ირემი,თხა და კანჯარი-გარეული ვირი,ქურციკი მაღლად მხტომელი. ერთი შეხედვით ლამაზი სანახაობა იქცა ცოდვის მომხილებად და იმ მტვერმა რაც აქ შეიქმნა მზეც კი დააბნელა.ავთანდილი და როსტევანი ეჯიბრებოდნენ სილაღით.’’ერთმანეთსა ვითა გჯობო სიცილითა აუბნობდნენ’’ავთანდილმა 20 ნადირით მეტი დახოცა და მისი უპირატესობა იმაში იყო,რომ მისი ნასროლი ისარი ზუსტად ხვდებოდა ნადირს,იგი მიზანში ისროდა,ხოლო როსტევანის ნასროლი ისარი ბევრი უნახავთ აცდენილი.’’თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი აგვიხოცია’’-მიწიანი ისრები გვიწმენდია.
როსტევანს ეს მარცხი სიხარულს გვრის.’’მეფესა ესე ამბავი ურთს ვითა მღერად ნადირსა,უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა’’. ჭმუნვაგანელებულმა მეფემ ავთანდილთან და ლაშქართან ერთად წყლის პირად დასვენება გადაწყვიტა.
გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე