მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

ფატმანისგან ნესტან-დარეჯნის ამბის მბობა

გულანშაროში ნავროზობის დღესასწაული იყო-ახალი წელი. სავაჭრო ქალაქი ტრადიციულ წესს არღვევდა ‘’არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი,არცა ვინ წავად გზობასა’’, 10 დღე გრძელდებოდა. უსენი,როგორც დიდვაჭარი ხელმძღვანელობდა და უძღვებოდა ვაჭრებს მეფის სასახლეში,ფატმანი-ვაჭართა ცოლებთან იყო.

‘’ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების უსენ წინა,მათთ ცოლთა მე წავასხამ,მაწვეველი არად მინდა’’, ილხენდნენ და ზეიმობდნენ,საუკეთესო არმაღანად (საჩუქრად) უძღვნიდნენ მეფეს და ყველა ხარობდა. ‘’ბაღსა შინა გავიყვანე ხათუნები’’-სმის შემდეგ ფატმანმა მოიწყინა,გულს სევდა შემოაწვა,რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ გულანშაროს ჰედონისტური ცხოვრების მიღმა ადამიანური სევდაც იმალება. ‘’ხათუნები გამეფანტნენ’’-ამბობს ფატმანი,შეატყვეს მოწყენილობა. დარიჯაგს-სარკმელს მიადგა და მის თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: ის ზღვას გაჰყურებდა  და შემთხვევითი არ არის მისი შორეული მზერა,რაც შესაძლებელია რეალობისგან გაქცევის სურვილით იყოს გამოწვეული და ხედავს ზანგებს,რომელთაც  ნავიდან კიდობანი გადმოაქვთ,რომელშიც ულამაზესი ქალია. ‘’მით ნავი დაღმა მათ რომე გარდმოსვევ კიდობანია,ახადეს ქალი გარდმოხდა უცხოთა რამე ტანითა,თავთა რიდითა ტანითა მზესა სიტურფით ეყოფის,იყო მისითა გვანითა’’

ფატმანი მრავალწახნაგოვანი პერსონაჟია, გარდა ამისა,რომ იგი კეთილგანწყობილია,იგი სასტიკი და მრისხანეა,ეს ვნახეთ,როცა მძიმე იმპერატივს აძლევს ავთანდილს.

შემდეგ ოთხ მონას იხმობს და ავალებს ნესტანის მოყვანას მოსყიდვის სანაცვლოდ,იგი ამჩნევს,რომ ზანგები წინააღმდეგობას უწევენ და მონებს მათ მოკვლას უბრძანებს. ნესტანი ამ გზით აღმოჩნდება ფატმანის ხელში. ფატმანმა იცის თავისი ქმრის სუსტი და მერყევი ხასიათის შესახებ და ცდილობს შენიღბოს ნესტანის ადგილსამყოფელი. სტავრას შემოავლებს იმ ოთახს,რომ ნესტანის სილამაზემ არ გამოანათოს. საოცრად გამოიყურება ნესტანი,ფატმანი იგონებს მის მძიმე მდგომარეობას და ამბობს: ‘’შინა შევედი ცრემსა მას ედგას ოდენ გუბები’’. ნესტანის ტირილის ამბავი ვერ გაიგო. ნესტანმა უპასუხა: ‘’შენ ჩემთვის დედაო,ხარ უმჯობესი დედისა,რას აქნევ ჩემსა ამბავსა,ზღაპარი არის ყბედისა’’ ეს მეტყველებს იმაზე,რომ ნესტანი საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნებაა,აქ ჩანს მისი ეგოცენტრიზმი და საკუთარ თავში ჩაკეტილობით არ ცნობს თანაზიარობას,ის ბევრად უფრო ფრთხილი და თავშეკავებულია.გარდა ნესტანის გამო გაკვირვებისა,ფატმანი ყაბაჩამ და რიდემ გააოცა. ‘’სხვა გიამბო საკვირველი ყაბაჩის და მაგ რიდისა,ვარ მნახავი ყოვლისაებრ იცხოსა და მდიდარისა,მაგრამ მისი არა ვიცი რაგვარ იყო ქმნილი მისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა’’. ფატმანმა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა საიდუმლო,რადგან მას შიში ჰქონდა იმ საიდუმლოს გამო,რომელიც ერთ დღეს უსენს მოახსენა.სთხოვა, რომ მას ფიცი დაედო მის წინაშე ამბის გაუთქმელობისა.რა თქმა უნდა უსენი დათანხმდა და როცა აჩვენა ნესტანი გაოცდა მისი სილამაზით. ერთ დღეს,უსენი მეფესთან ნადიმობაზე აპირებდა მისვლას,ფატმანი შიშმა შეიბყრო,რომ უსენი დათვრებოდა და საიდუმლოს გათქვამდა ‘’აწ ნახო მთვრალი ვაჭარი,ცქაფი,უსმელი,ცმობელი (დამსმენელი)’’. მთვრალმა უსენმა საიდუმლო გაამხილა.ზღვათა სამეფოს მეფე მელიქ სულხავია,რომელი აღიარებს უსენს მისი საოცარი ძვენის გამო,ამით იგი გათამამებული იყო, უსენი ეუბნება,რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი აქვს უფლისწულისთვის ულამაზესი საპატარძლოს სახით. 60 მონა მონათა უხუცესთან ერთად ფატმანს მიადგება და  ნესტანის წაყვანის ამბავს განუცხადებენ. ფატმანი ძვირფას სარტყელს ჩუქნის,რომლის თითო მარგალიტი ერთი ქალაქის ფასი იყო.აქ ჩანს მისი შორსმჭვრეტელობა,რადგან იცის,რომ ეს განძი ნესტანს თავის დაღწევაში დაეხმარება.

‘’მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ესე რაზომცა ძნელია,ბედი უბედო ჩემზედა მიწყივს ავისა მქმნელია,კარგი რა მჭირდეს გიკვირდეს,ავი რა საკვირველია,სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია,ძნელია’’. ნესტან დარეჯანს მელიქ სულხავის სასახლეში 9 ხადუმი დაუყენეს,უფლისწული წასული იყო. მელიქმა საოცარი ტახტი მოუმხადა,თავს კი ლალისთვლიანი გვირგვინი დაადგა.ნესტანი აქაც გაუთავებლად ტიროდა. ერთადერთი,გულანშაროში ვინც მიხვდა და ეჭვი აიღო ნესტანის მდგომარეობის რეალურ საბაბზე,იყო მელიქ სულხავი,რომელიც ფიქრობდა,რომ ან ზედმეტად ბრძენი იყო ან მიჯნური. ჩვენ ვხედავთ რომ ზღვათა სამეფოს მეფის  და ფარსადანის პიროვნებები უგულვებულყოფილნი არიან და მათთვის თანაგრძნობა არ არსებობს.

ნესტანი საკუთარი თვალ-მარგალიტით ცდილობს ხადუმების მოსყიდვას,ის მცველებს ეუბნება,რომ ის მაინც თავს მოიკლავს რის გამოც მეფე აუცილებლად დასჯის,ამიტომ ურჩევს მარგალიტი აიღონ და გაუშვან. მონებს სიხარბემ სძლიათ და დათანხმდნენ. ამ ეპიზოდში ნესტანი სრულიად განსხვავებულია ტარიელისგან,ის ემსგავსება წუთისოფელთან გამოუკიდებლობაში ავთანდილს და ამბობს: ‘’სადაური სად მოვსულვარ,ვისთვის მოველ ვისი ხელი’’, იგი საკუთარ თავს აქტიურობისკენ მოუწოდებს ‘’ვეცადო რას,ნუთუ ღმერთმან მომარიოს მასა მტერსა’’

‘’დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული’’-ნესტანი ახერხებს თავის დაღწევას.

‘’მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი,ვირსა რქანი’’-უსენმა მაინც დაუშვა შეცდომა.ფატმანი აღსარებას წარმოთქვამს ავთანდილთან თუ რამ მიიყვანა ის კურტიზან ქალამდე და მიმართავს საკუთარ ქმარს: ‘’მით არ მჯერვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი’’ ამიტომ ყავდა საყვარლად ჭაშნაგირი,სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა მოეკვლევინებინა მისთვის და იძულებული იყო ეს იმპერატივი მიეცა. ავთანდილი ამბობს: ‘’მოყვარე მტერი ყოვლისა მტერსაგან უფრო მტერია’’.

ფატმანი მიუხედავად იმისა,რომ სისასტიკეს ჩადის მისი მოკვლით,ის მაინც შურისმაძიებელი ქალია,რადგან ავთანდილთან საუბრისას ამბობს,რომ ჭაშნაგირის სისხლის თასით შესმა უნდა, ეს კი შურისმაძიებელი ქალის ქადილია.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე