მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

წერილი ნესტანთან

ფატმანი წერილით აცნობებს ნესტანს,რომ მასთან არის ტარიელის ძმადნაფიცი ავთანდილი, ნესტანის საპასუხო წერილში ის კვლავ იმეორებს ფატმანის შესახებ,რომ მას დედად აღიარებს. ის მადლობას უხდის იმ ორი ზანგის გამო,რომელთაც ეს ამბავი უთხრეს. ტაირელის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ‘’უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვა მე რა დიდი ძნელია’’ აზრი არ აქვს მისთვის ბრძოლას,რადგან ქაჯები დაუმარცებლები არიან-ამბობს ნესტანი

ნესტანის წერილი ტარიელთან

ნესტანი საკმაოდ წინდახედული და გონიერი მიჯნურია.ის საოცრად იქცევა და თავგანწირვის დიდ უნარს გვიჩვენებს ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეული. ის მთელ თავის ემოციას იმ უსტარს უზიარებს,რომლის ადრესატი ტარიელია. ‘’ მე გული ჩემი ქაღალდსა გულსავე ჩემსა ვაწევი,გულო შავგულო დაბმულხარ,ნუ აეხსნები აწ ები. ამ სიტყვებში არის ნესტანის შინაგანი გამხნევება. ამ წერილში მისი ავტოპორტრეტია,რომელიც მისი ცხოვრების ერთგვარი შეჯამებაა,ის ხაზს უსვავს წუთისოფლის დაუნდობლობას და სისასტიკეს.ამ შემთხვევაში მისი და ტარიელის მოსაზრება ემთხვევა ბრძენ კაცთა აღიარებისას:

‘’ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა ქმნელია,რაზომცა ნათობს სინათლე,ჩემთვის ეგრეცა ბნელია,ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია’’

პარალელი ტარიელის ნათქვამთან ‘’ვაქებს ჭკვასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან’’

ნესტანი უხსნის ტარიელს,თუ როგორ ავბედითად  მოექცა მათ სოფელი. ის წუთისოფლის დამსახურებად მიიჩნევს მათ განშორებას. ნესტანი უმხელს ტარიელს იმის შესახებ,რომ ვერც კი წარმოუდგენია რომ ის ცოცხალი იყო,რის გამოც მას საკუთარი სიცოცხლისთვის უკვე წერტილი დაესვა.ნესტანისთვის სიცოცხლის საზრისი მხოლოდ ტარიელია და ფიქრი იმაზე,რომ ცოცხალი არააა საზრისსაც იქვე კლავს. ის იფიცება და ამბობს: ‘’შენნამ მზემან აქამანდის  ცოცხალიმცა არ მეგონე’’

ტარიელის ამბის გაგება ნესტანს მადლიერების გრძნობას უჩენს და უფალს ადიდებს ‘’აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე,ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევამონე’’ აქ ჩანს მისი დიდი იმედი,რომელიც ტარიელის სიცოცხლითაა ნასულდგმულევი,რის ფონზეც ნესტანს საკუთარი ჭირი არაფრად მიაჩნია,მისთვის მხოლოდ ერთი ამბავი ‘’ტარიელი ცოცხალია’’ იქნება მისი სიცოცხლის წყარო, ისუხნის როგორ მოხვდა გრძნეულთა ხელში და ასევე ჩივის კვლავ წუთისოფლის სისასტიკეზე რომ ჭირი არ დააკლო. ‘’აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირთა მომისართა’’ და კვლავ ‘’ბედმან გვიყო ყველა კაი ჩემო რაცა დაგვემართა’’. ნესტანი უხსნის იმ ადგილს სადაც გამომწყვდეულია. ‘’ციხე ვზი ეზო მაღალსა თვალნი ძლივს გადასწვდებიან,გზა გვირაბითა შემოვა,მცველნი მუნ ზედა დგებიან,დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,მათთა შემბმელთა დაჰხოცენ მართ ცეცხლად მოედებიან’’ 10 000 ქაჯი იცავს მთლიანად ციხეს,ნესტანი უხსნის,რომ ისინი არ გვანან სხვა მებრძოლებს და სთხოვს ტარიელს  რომ მის დახსნას თავი დაანებოს,რადგან მისი სიკვდილი უარესი ტრაგედია იქნება ‘’შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა’’ ტარიელს მოუწოდებს რომ ჭმუნვას თავი დაანებოს და ერთი წუთითაც არ იფიქროს რომ ნესტანი ვინმეს ხვდება წილად

‘’ჩემი ხვდა სხვათა წილადო იგი ალვითა ტანითა,არა სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა’’ სიცოცხლე გამწარებული მაქვს და სინანულად მქცევია. ის ჰპირდება რომ თავს მოიკლავს და არავის წილი არ გახდება.

‘’ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ან დანას ვიცებ გულითა’’

‘’შენმან მზემად უშენოსა არვინ მიხვდეს მთვარე შენი’’

ის ტარიელს სთხოვს რომ იქნებ ღმერთს შეევედროს წუთისოფლის ტანჯვისგან დახსნას ‘’მომცეს ფრთანი და ავფრინდე,მივხვდე მას ჩემსა ნდობასა’’ და ამქვეყნიური პატიჟი დაასრულოს

‘’მზე უშენოდ ვერ იქმნების რადგან შენ ხარ მისი წილი,განაღამცა მასვე ახელ,მისი ეტლი არცუ წბილი’’ ეტლში იგულისხმება მზესთან ორგანულად დაკავშირებული ლომი. მზეში იგულისხმება ნესტანი

ეს მისი წარმოსახვითი მომავალია ‘’მუნა გნახო მანდვე ვსახო განმინათლო გულსა ჩრდილი’’

მისი იმედი სასუფეველს უკავშირდება,რომ უკეთესი იქნება გაარმებულ სიცოცხლეზე.

ნესტანი აქაც პატრიოტად რჩება და მას არ ავიწყდება ქვეყანაზე ზრუნვა.აქაც იმპერატივს იძლევა და ტარიელს სთხოვს გამშობლო გაჭირვებისგან იხსნას ‘’წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშოვლებსა’’

ბოლოს ამბობს: ‘’რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად,შენთვის მოკვკდები გავხდები ყორანსა დასაყივარად,ვირე ცოცხალ ხარ მეყოფის…. ნიშნად იმისა,რომ ცოცხალია რიდეს წააჭრის ნაწილს და გაატანს წერილთან ერთად ‘’ აჰა ინიშნე ნიშანი შენისა რიდისა’’

კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ტრაგიკულ ცხოვრებას ‘’რისხვით მობრუნდა ბორბალი,ჩვენზედა ცისა რისხვისა’’

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე