ტარიელის თათბირი
“ტარიელ უთხრა:მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,თქვენსა ძალგულსა ორივე ჰგავს თათბირობა პირობა” თუმცა ტარიელს არ მოსწონს ის რომ მას უმოქმედოდ ყოფნას სთავაზობენ რადგან მან იცის რომ მიჯნურს მიჯნურის წინაშე მართებს საგმირო საქმეების ჩვენება და მისი უმოქმედოდ ყოფნა მისთვის სირცხვილის ტოლფასია.”ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გადმოდგეს მზევითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მევითა?”.
მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქნათ ჩემი მონახსენები.გავიყოთ კაცი 100-100 რა ღამე ჩნდეს ნათენები და სამივემ ცალცალკე მხრით შევუტიოთ “სამთავე სამგნით მკვმართოთ დავსხლიტოთ ჩვენი ცხენები”.ტარიელი დარწმუნებულია რომ ქაჯებს ეცოტავებათ მაგრამ მათი სისწრაფე იქნება მნიშვნელოვანი ნესტანის დასახსნელად
“ფიცხლა შევებნეთ შევსჯარნეთ,ვერ მოგვასწრებენ კარებსა,სამთაგან ერთი შევუვალთ სხვა გარეთ სცემდეს კარებსა,მან ერთმან შიგნით შიგანი მივცეთ სისხლისა ღვარებსა”.ფრიდონს და ავთანდილს მოეწონათ,აქ საინტერესოა არა მარტო გმირთა სისწრაფე და სიძლიერე,არამედ ღმერთის მოწყალება და ზეციური დასთა დასის მფარველობა.მათ სამთა შვიდთა მნათობი ჰფარვენ ნათლისა სვეტისა.შვიდთა-პლანეტები. “თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწვდომია,ღირსებებით არიან დაჯილდოვებული,მაგრამ ტარიელის ძალასთან ვერ მივლენ “ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომია”.
სამივემ სამად გაიყვეს თითო კარები.300მეომარი ახლდათ თან.გაჩაღებული ბრძოლა იყო გამთენიისას,მთელი ღამე კი სიფრთხილეში გაატარეს.ქაჯეთის ციხე დაკავშირებულია ბოროტებასთან.”მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო ღვთისა რისხვა.კრონოს წყრომით შემხედველმა მოიშორვა სიტკბო მზისა”.ამ უბედურებას წერტილი უნდა დასმოდა რაც ღვთის ძალით იყო.კრონო-სატურნი ბოროტების სიმბოლოა მზია სიტკბოებამ დაჩრდილა.აიღეს ქაჯეთის ციხე,განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ტარიელი რომელიც ხაფად წაეკიდა იქაურობას,10000ნობათი-ციხის მცველი დახოცეს,შესასვლელი გვირაბი თავისუფალი იყო.”ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა” გველი აქაც ბოროტების სიმბოლოა.საინტერესოა რატომ მოექცნენ ასე დაუნდობლად ქაჯებს სამივე გმირი,მიუხედავათ მათი კეთილი ბუნებისა.აქ რა თქმა უნდა სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ეპიზოდს.ღვთის წყრომა და სამი გმირის სისასტიკე განპირობებულია ბოროტების დამხობითა და დაქცევით : “ცან სიმოკლე ბოროტისა,კეთილია მისი გრძელი”. თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაქვს მისი გარდუხდელია.7სამეფოს განკარგავენ ნესტანი და ტარიელი და 1სამეფოს ასმათს გადასცემენ.