თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა უცხო მოყმის საძებრად
ავთანდილი საძინებელ ოთახში იმყოფებოდა პერანგის ამარა,როცა თინათინის მონა ზანგი შემოვიდა და მოახსენა,რომ ‘’ტანი ალვა პირი მანგი’’ გიბრძანებსო. ავთანდილს ესიამოვნა,ადგა ჩაიცვა და სიხარულით გაემართა. თინათინის და ანთანდილის შეხვედრა მკაცრი იმპერატივის ფონზე ასევე ქმნის ულამაზეს ეროტიულ სცენას.მეფის მკაცრ გამომეტყველებასთან ერთად თინათინი ასევე ლამაზად გამოიყურება. გაძარცვილსა ტანსა ეხურეს ყარყუმნი უსაპირონი,ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭიროსი. ყარყუმნი უსაპირონი-თეთრი ბეწვის უსახელო მოსასხამი. რიდე,რომელიც ვეფხისტყაოსნის გმირებისთვის აუცილებელი აქსესუარია,საოცარ მომხიბვლელობას სძენს. ‘’ებურნეს მოშლით რიდენი’’-თავისუფლად ჰქონდა მოგდებული ძვირფასი რიდე.
მონამ ავთანდილს სელი-სავარძელი მიართვა. თინათინი მკაცრ იმპერატივს-ბრძანებას აძლევს ავთანდილს და ახსენებს იმ ფაქტს როცა უცხო მოყმე ნახეს. პირველი სიყვარულში უტყდება თინათინი. ‘’მაგრამ შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,ვიცი რომე განუწყვეტლად თვალთა ცრემლი გისეტყვია’’
ვეფხისტყაოსანში მიჯნურს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მიჯნურის წინაშე.ამ ნაწარმოებს ტენდენციად გაყვება საგმირო საქმეების ჩვენება. თინათინი ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს ავთანდილს. პირველ რიგში ყმაა ‘’პირველ ყმა ხარ,ხორციელი არავინ გვყავს შენდა სწორად,მერმე კიდევ მიჯნური ხარ დასტურია არნაჭორად’’.
თინათინს სჯერა,რომ ავთანდილი გაამყარებს მის დავალებას,რომელიც ასევე განამტკიცევს მათ სიყვარულს. თინათინი დაუთქვამს სამ წელიწადს და თუ ვერ მიაგნებს დაიჯერებს,რომ უჩინარი იყო. სამაგიეროდ ჰპირდება ავთანდილს ერთგულებას ‘’ კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი’’(მეტაფორა)
‘’კიდეთ კიდე მოჰლახო ცა’’-ამ ფრაზით თინათინი გვიჩვენებს,თუ რამდენად თავისუფალია მიჯნური,მიჯნურს ურთულესი დავალება მისცეს.
ვეფხისტყაოსანი ასევე დამყარებულია ფიცხა და ერთგულებაზე. მიჯნურნი ერთმანეთის წინაშე ფიცს სდებენ და არ ტეხენ, მათ იციან ‘’რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცის გამტეხელსა’’, ავთანდილი მზად არის მოვალეობის შესასრულებლად თუმცა უჭირს მიჯნურთან განშორება. ‘’ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა.’’
‘’გული ჰქონდა გულისათვის სიყვარული ავალებდა’’. ეს მოვალეობა იყო მოყვარისათვის თავგანწირვა რაც წესად დაუდგინეს პოემის გმირებმა საკუთარ თავს და განსაკუთრებით ავთანდილმა : ‘’ ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიწს წესადრე’’/ მოახლეს აგზავნის როსტევანთან და აცნობებს არაბეთიდან წასვლის შესახებ. პატრონსა და ყმას შორის ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს როსტევანისა და ავთანდილის გამომშვიდობება. ავთანდილი მიდის სანაპირო ქალაქში,რომელიც ქვითკირითაა შემოვლებული და შერმადინს უტოვებს.სიყვარულის ხვაშიადად ქცევაზე მიუთითებს ის,რომ მასთან ერთად გაზრდილ შერმადინს მხოლოდ მას შემდეგ უმხელს სიყვარულს,რომცა თინათინი უტყდება. ვეფხისტყაოსანი არის ნაწარმოები,რომელიც გვეუბნება,რომ იერარქიული სხვაობა და დაბალი წოდება მუდმივი არაა,ყმას აქვს დიაპაზონი,რომ მაღალ საფეხურზე ავიდეს.
გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე