მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

ავთანდილისგან მის ყმის ძებნად წასვლა

რუსთაველს მაგალითად მოჰყავს ბიბლიური წინასწარმეტყველი ეზრა თავისი თხზულებით ‘’დიაგნოსი’’,სადაც ხაზგასმულია მიჯნურის მიჯნურთან განშორებით გამოწვეული სევდა.

‘’საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს და ცა ესროს’’

ავთანდილმა დატოვა არაბეთის საზღვარი.კიდით კიდე მოიარა ქვეყანა,მაგრამ ტარიელს ვერ მიაგნო. ‘’ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა’’.რთული ამოცანა დაუსახა საკუთარ თავს მიზნად,მაგრამ მიზანსწრაფვა სატრფოსკენ ოპტიმიზმს ბადებს და დაბრკოლების გადალახვა არ აშინებს.ავთანდილი ტირის და მისი ცრემლის ღვრა პოეტს გაჰიპერბოლებული აქვ. ‘’ მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა,სდის ზღვათა შესართავისად.’’

ვერსად ვერ მიაკვლია ტარიელის კვალს,მაგრამ იგი ცდილობს ოპტიმიზმით მიაღწიოს საწადელს და ამ ფაქტს პრაგმატულად უყურებს.ის,როგორც რაინდი,არ დაუშვებს რაინდული წესის გატეხას ‘’ ავსა კარგად ვერვინ შეცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს’’. მას სწამს,რომ განგება გარდაუვალია და ‘’არსაქმელი არ იქმნების’’, საინტერესოა რუსთაველის მიდგომა,როცა პიროვნულ საწყისს ეხება.მიზანდასახულ გმირს ჭამა მოუნდება  ‘’ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა ზენითა,ისრითა მოკვლის ნადირი,როსტომის მკლავთა გრძელითა’’. როსტომი არის ფირდოუსის ‘’შაჰნამეს’’ გმირი,ასევე რუსთაველს ნახსენები აქვს ვისი და რამინი,რომლებსაც პოეტი ადარებს ავთანდილს ჭირთა თმენის მასშტაბით. ‘’იგი ჭირი არ უნახავს არცა ვისსა არც რამინსა’’,იგულისხმება გორგანის ‘’ვისრამიანი’’.

თუმცა ღმერთმა არ გაწირა და მან შეამჩნია სამი ხატაელი მეკობრე ძმა,მათ თან ახლდათ თითო მეაბჯრე. ორ უწვერულ ძმას მოყავდათ თავგადაფხრეწილი უმცროსი ძმა.მათ გადაუწყვეტიათ ერთმანეთს სროლაში შეჯიბრებოდნენ და ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირგამქუშავი,’’ზედ აჯდა შავსა ტაიჭსა,მერანი რამე შავია’’. თავზე და ტანზე ემოსა ვეფხის ტყავი და მისი მსგავსი მშვენება კაცთაგან უნახავი იყო.

როგორც ვიცით,მეკობრეობა ძარცვასთანაა ასოცირებული.ისინი ალაფობით ირჩენდნენ თავს.მათ გადაუწყვეტიათ უცხო მოყმის გაძარცვა და უმცროს ძმას გამოუჩენია ინიციატივა.ძმები აქცენტს აკეთებენ ტარიელის ძალის დემონსტრირებაზე,მას ხმალიც კი არ დასჭირდა და მათრახით თავი შუაზე გაუფხრიწა. შემთხვევითი არ არის,რომ ავთანდილი უცხო მოყმის ამბავს მეკობრეებისგან იგებს.უნდა ვიფიქროთ,რომ ბოროტებას არ აქვს სუბსტანცია  იგი არის ხანმოკლე და წარმავალი.ამ შემთხვევაში ის მომავალი სიკეთის საწყისადაც კი გვევლინება. ‘’ კაცსა მიხვდეს საწადელი,რას ეძებდეს მისი პოვნა,მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასულთა ჭირთა ხსოვნა’’.ავთანდილი მიხვდა,რომ უკვალოდ არ ჩაიარა მისმა შრომამ.’’ ახა მიხვდა ავთანდილსა ღაწვსა ცრემლი არ დათოვნა’’.გავაზივით-მიმინოსავით გაედევნა უცხო მოყმეს. ავთანდილის პრაგმატიზმი ჩანს შემდეგ სიტყვებში: ‘’ხამს თუ კაცმა გონიერმა ძნელი საქმე გამოაგოს’’. ის პირდაპირ არ აპირებს მისვლას,რადგან ხვდება,რომ გაშმაგებულია და ამით საქმეს უფრო გაამწვავებს.ის შორიდან უცქერს როგორ გამოეგებება მას შაოსანი ქალი,რომელსაც ჯუბა-კაბა აცვია.ისინი ერთმანეთს ეხვევიან და ტირიან. იგი ტევრიში(ხშირი ტყე) იმალება და მოკრავს ყურს როგორ ამბობს ავთანდილი რომ ‘’წყალში ხიდნი ჩაგვიცვივდნენ.’’

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე