მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი ვეფხისტყაოსანი მე-12 საუკუნეში შექმნა შოთა რუსთაველმა. პოემა განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. ამიტომ, მის უკეთ შესასწავლად გთავაზობთ შინაარსს, ადაპტირებულ ვერსიას. რომელიც შესწავლის პროცესს ბევრად გაამარტივებს.

რომელმან – ამ განუსაზღვრელ ნაცვალსახელში გულისხმობს ღმერთს. პარალელი გრიგოლ ხანძთელთან – მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის ძლიერითა (‘’სად არს პატივი’’).

პოეტის მიმართვლის ობიექტი არის  ღმერთი და სთხოვს მის დაცვას სატანისგან, ასევე სთხოვს, რომ მიჯნურობის ცეცხლით დასწვას.

‘’ვის ჰშვენის ლომსა ხმარება,შუბისა ფარშიმშელისა’’

‘’ლომი’’-დავით სოსლანი, ‘’ფარშიმშელი’’-ხმალი.

მზის მეტაფორულ სახეში გულისხმობს თამარს, ‘’ღაწვ-ბალახშ-თმაგიშერისა’’, ბალახში-ლალი.

თამარი იმსახურებს შერს (განსაკუთრებულ შექებას).

‘’მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამთ მას გიშერისა’’-მისი სილამაზის შემხედვარეს მოუნდებათ ყანდის-ტკბილეულის მირთმევა.

‘’მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და ტანი კალმად რხეული’’-ამ მეტაფორაში გულისხმობს თამარის თვალებსა და კენარ ტანს,ეს არის მისი ხოტბის მიზეზი.

‘’მიბრძანეს ამად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა’’- ნაწარმოები დაკვეთითაა დაწერილი.

‘’ბროლ ბალახშისა  თლილისა მის მიჯრით მიწყობილისა’’-კბილების მეტაფორა.

‘’გასტეხს ქვასაცა მაღალსა გრდემლი ტყვიისა ტკბილისა’’-ამ ფრაზით პოეტმა ხაზი გაუსვა იმას,რომ შეძლო რთული ამოცანისთვის თავის გართმევა.პროლოგშივე გვამზადებს ტარიელის გულშემატკივრობისთვის.

‘’მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირთ ერთმანეთთა მონება’’

ჩემმა ხელქმნელმა დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები’’

‘’მე რუსთველი ხელობითა’’-აქ ჩანს პოეტის გვარი ‘’ვიქმ საქმესა ამა დარი’’

‘’თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ნახვა შენთა’’, პოეტი უკიდურეს მდგომარეობაშია და ველად არის გაჭირილი. სამყაროს ჰარმონიაზე არის შემდეგი სტროფი:

‘’რაცა ვის რა ბედნამ მისცეს მასა საქმეს დაჯერდებდეს’’

პროლოგში რუსთაველი ეხება ორ მნიშვნელოვან თემას-შაირობას და მიჯნურობას.

‘’შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი’’

შაირობას-პოეზიას სიბრძნის დარგს უწოდებს.იგი გამოყოფს 3 ტიპს.

1.’’საღვთო საღვთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი’’-სასულიერო პოეზია

2.’’ლექსი ცოტაი,ნაწილი მოშაირეთა-ლირიკა-ლექსები.

3.გასართობი პოეზია ‘’მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ,სამღერალად,სააშიკოდ,სალაღობოდ,ამხანაგთა სათრეველად.’’

პოეზია არის შემეცნების დარგი,გასაგონში კი გულისმობს ღვთაებრივ ჭეშმარიტების გაცხადებას,რაც იმავდროულად ძნელი აღსაქმელია,მაგრამ სასიამოვნო.პოეტი ხაზს უსვამს ფრაზაში ‘’ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,შაირია ამად კარგი’’-აზრის ლაკონურად გამოთქმას.’’მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად’’,ამ ფრაზით პოეტი გვევლინება ეპიკური ჟანრის მხარდამჭერად. მელექსეს რუსთაველი ადარებს ცხენს,რომელსაც დიდი გზის გავლა უწევს ‘’ მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო,უცილობლობს ვითა ჯორი’’,ამ ფრაზით აღგვიწერს ცრუ მელექსეებს.ღირსეულ მელექსეს უნდა ჰყავდეს ერთი მიმართვის ობიექტი.’’ხამს მელექსეს ნაჭირვებსა,მისსა ცუდსა არ აბრკომდეს’’ მელექსე ტყუილ-უბრალოდ არ უნდა ხარჯავდეს სიტყვებს,ახალბედა,გამოუცდელ მონადირეებს ადარებს იმ პოეტებს,რომელთაც არ შეუძლიათ დიდი ნაწარმოებების შექმნა. ‘’დიდსა ვერ მოჰკვლენ,ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთა’’-მათ ადარებს ლირიკოსებს.

მიჯნურობა საცოდნელად  ძნელი და ტურფაა.ამ ფრაზით მოგვანიშნებს,რომ მიჯნურის ცეცხლით დაწვა ძალიან ძნელია.რუსთაველი პირველად ეხება ღვთაებრივ სიყვარულს. ‘’ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა’’ ღვთაებრივ სიყვარულს ვინც ეზიარება,დიდი ტკივილის გადატანა მოუწევს.

‘’ვთქვნე ხელობანი ქვენანი,რომელნი ხორცთა ხვდებიან’’

აქ იგულისხმება მიწიერი სიყვარული,რომელიც ასევე ისწრაფვის ემსგავსოს ღვთაებრივ სიყვარულს,მაგრმ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება,როცა სიძვას არ მიემსგავსება.

რუსთაველი ორი ტიპის სიყვარულს გამოყოფს:

მიწიერი-რომელიც ღვთაებრივს ემსგავსება და ხორციელი-სიძვა.

‘’იგი სხვაა სიძვა სხვაა მათ შორს უზის დიდი ზღვარი’’. მიჯნური არაბული ენით შმაგს ნიშნავს.

მიჯნურს სჭირდება:გარეგნული სილამაზ (თვალად სიტურფე), სიბრძნე,სიუხვე,სიმდიდრე,სიურმე და მოცალეობ-ამქვეყნიური ხორციელებისგან თავისუფალი.ხამს მიჯნური ხანიერი-ერთგული,მისი გრძნობა ერთის მიმართ უნდა იყოს ხანგრძლივი,მასთან განშორება იხვევდეს უშს-ოხვრას.რუსთაველს სძულს უგულო სიყვარული-ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში. პირველი თვისება,რაც მიჯნურს უნდა ახასიათებდეს-ხვაშიადად უნდა ინახავდეს ტრფობას.’ნიადაგმცა ჰქონდა ხილვა’’-განმარტოებას უნდა ესწრაფოდეს და რიდი ჰქონდეს სატრფოსთან.მას არ უნდა აყივნებდეს-არცხვენდეს. ‘’მას არ უნდა აყივნებდეს,მისთვის ჭირი ლხინად უჩდეს,მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს’’

ასეთი მიჯნურობით გაკვირვებული პოეტი ამბობს: ‘’ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა’’

პოეტი უკიდურეს მდგომარეობას ველად გაჭრას მიიჩნევს და მთავარ თვისებად სიყვარულის გასაიდუმლებად მიიჩნევს.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე